28 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: 1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ა. ნაჭყებიას 2016 წლის 22 ნოემბრის N541 განცხადების განხილვა საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომების გაცდენის საპატიოდ ჩათვლის შესახებ და განკარგულების პროექტი „საკრებულოს წევრის ალექსანდრე ნაჭყებიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“); (მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო - საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 20 დეკემბრის N04/3391 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტისა და ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის და 2018 – 2020 წლების ადგილობრივი პრიორიტეტების შესახებ); (მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 23 დეკემბრის N09/3453 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2017 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“); მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; 4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 23 დეკემბრის N09/3457 წერილის განხილვა („ხობს მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2017 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე); მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; 5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 26 დეკემბრის N03/3464 წერილის განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ); (მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 26 დეკემბრის N04/3458 წერილის განხილვა (,,ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის #30 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ); (მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 7. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 27 დეკემბრის N03/3481 წერილის განხილვა („არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ რეორგანიზაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 9 დეკემბრის N62 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ); (მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 8. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 27 დეკემბრის N05/3484 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე); (მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 9. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 27 დეკემბრის N03/3486 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე); (მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 10. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 27 დეკემბრის N06/3488 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე); (მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);