ძვირფასო ახალგაზრდებო, დღეს თქვენ ემშვიდობებით იმ სკოლებს, სადაც დაფრთიანდით, ადგილს სადაც საფუძველი ჩაეყარა თქვენს ინტელექტუალურ მომავალს, ბოლო ზარი სიხარულით გავსებთ, თქვენ ხომ ცხოვრების ახალ სარბიელზე გამოდიხართ და მომავალს იმედით შესცქერით, თუმცა ვფიქრობ ეს სიხარული სევდანარევიცაა, თქვენ ხომ ბავშვობის ლამაზ წლებთან, საყვარელ მეგობრებთან და პედაგოგებთან გიწევთ განშორება.
მინდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თითოეულ თქვენგანს გისურვოთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება, ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა. ახალგაზრდებო, გახსოვდეთ, თქვენს განვითარებაზე, ინტელექტსა და ინოვაციებზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი.
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე