17 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის გამგებელს მიეცა თანხმობა პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულის საჩოკორაიოს უბანში ქუჩის ცემენტობეტონით კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.
საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.