საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ანაკლიაში, სასტუმრო „Palm beach“-ში, თემაზე ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობებში - ევროპული ქარტიის პრინციპები“ კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და საკრებულოს წევრმა მზია ლემონჯარიამ.
სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს თამჯდომარემ ედიშერ ჯობავამ ყურადღება გაამახვილა ხობის მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით განხორცილებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.