საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 20 მაისს ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმში ღონისძიება „ღამე მუზეუმში“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ირაკლი შონიას ნახატებისა და ფოტო ნამუშევრების ექსპოზიცია სახელწოდებით „რწმენის ძალა“, რომელიც ქრისტეს აღდომისადმი იყო მიძღვნილი. ასევე გაიმართა საბავშვო მუსიკალური კომპიზიცები. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდნენ.