არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია - „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ გაიმართა. აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის და თვითმმართველობის იურიდიული პირების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
აქციაში მონაწილეებმა ქალაქ ხობში და ადმინისტრაციულ ერთეულებში წინასწარ განსაზღვრული ადგილები დაასუფთავეს