• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

October 10, 2015

სპორტი ყველასათვის ხობში (EN)

10 ოქტომბერს ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის მინი სტადიონზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, „სპორტი ყველასათვის” ფედერაციის, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა ტურნირი მინი ფეხბურთში 11-12 წლის მოზარდებს შორის. ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ახალგაზრდების ჩართვა სპორტულ აქტივობებში. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის 8 წარმომადგენლობითმა გუნდმა: ქ. ხობის №1, ქ. ხობის №2, ხეთის, პირველი მაისის, ჭალადიდის, საჯიჯაოს, ხიბულის №1 და შუა ხორგის საჯარო სკოლებიდან. მონაწილეებს დიპლომები გადაეცათ , ხოლო საპრიზო (1,2,3 ) ადგილზე გასული გუნდები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ . გამარჯვებული, ქ.ხობის №1 საჯარო სკოლის გუნდი დაჯილდოვდა სამახსოვრო საჩუქრებით, ხოლო საუკეთესო მოთამაშეები სპეციალური პრიზებით.

October 9, 2015

ხობის კოლხეთის მორიგი გამარჯვება (EN)

 
 
 
9 ოქტომბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ხობის“კოლხეთმა“ ზუგდიდის „ოდიშს“ უმასპინძლა. მატჩი ხობის „კოლხეთის“ გამარჯვებით ანგარიშთ 6-1 დასრულდა. სტუმართა კარში გოლები გაიტანეს: მანუჩარ ლომაიამ, ოთარ ფიფიამ, ბექა ბაკურაძემ, ხოლო თამაშში დუბლი ცოტნე ბუკიამ შეასრულა. 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობის „კოლხეთს“ ამ გამარჯვებას.
 
 
 
 
 
 
 
October 6, 2015

შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან (EN)

6 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მკლავჭიდის ჯგუფის მოსწავლეებს შეხვდა. რომლებმაც უდიდეს წარმატებას მიაღწიეს მალაიზიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მკლავჭიდში, ოქროს მედალოსანს გოჩა სიჭინავას, ბრინჯაოს პრიზიორს ანრი ბუკიას და მწვრთნელს კობა თუთბერიძეს. საკრებულოს თავმჯდომარემ გამარჯვება მიულოცა მათ და შემდგომი წარმატებები უსურვა მომავალ ასპარეზობებში.
October 5, 2015

ერთმანეთს გაგრის გაგრა და ხობის კოლხეთი დაუპირისპირდნენ (EN)

5 ოქტომბერს მუხრანის სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მეექვსე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს გაგრის „გაგრა“ და ხობის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი ხობის „კოლხეთის“ გამარჯვებით 2-1 დასრულდა. სტუმართა კარში ორივე ბურთი კოლხეთის თავდამსხმელმა ბექა ბაკურაძემ გაიტანა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობის „კოლხეთს“ ამ გამარჯვებას.

October 5, 2015

მასწავლებლებო გილოცავთ პროფესიულ დღეს (EN)

October 5, 2015

ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში სასკოლო მზაობის ჯგუფი გაიხსნა (EN)

საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ მიერ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „სასკოლო მზაობის ცენტრები საქართველოში“ ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტსა და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზე 5 ოქტომბერს ხობის №1 საბავშვო ბაგა-ბაღში სასკოლო მზაობის ჯგუფი (ერთი ჯგუფი 20 აღსაზრდელზე) გაიხსნა. სასკოლო მზაობის ჯგუფი განკუთვნილია 2009 წელს დაბადებული ბავშვებისათვის, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2015 წლის 1 დეკემბრამდე. „კივიტას გეორგიკას“ მიერ ჯგუფი უზრუნველყოფილ იქნა სათანადო ავეჯითა და სასწავლო მასალებით, ამასთან ერთად ჯგუფისთვის გამოყოფილ ოთახს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები.
ჯგუფის გახსნას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

October 5, 2015

ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყო (EN)

5 ოქტომბერს ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი საზეიმოდ გაიხსნა. ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს მაღალსტანდარტულ დონეზე გარემონტებული შენობა და მოწყობილი ოთახები დახვდათ, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. საბავშვო ბაღი გათვლილია 200 აღსაზრდელზე. ამ ეტაპზე აღსაზრდელთა რაოდენობა შეადგენს 163-ს, სულ გახსნილია 6 ჯგუფი.
საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

October 3, 2015

ფესტივალი სიმღერა სამეგრელოზე დასრულდა (EN)

2-3 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტში მეგრული სიმღერების საერთაშორისო “ ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე"მეშვიდედ ჩატარდა. წლევანდელი ფესტივალი ლეგენდარულ თამარ გვერდწითელისა და ანსამბლ "რუსთავის" შემოქმედებას მიეძღვნა. ხობის საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი ესტრადის მომღერლებთან ერთად რეგიონების ფოლკლორული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. მოეწყო სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი წიგნებისა და კომპაქტ დისკების პრეზენტაცია.
წლევანდელ ფესტივალზე პირველად გაიმართა ეთნოკუთხეების გამოფენა. ჭადრების ხეივანში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა საკუთარი კუთხეები წაროადგინა, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშები, კერამიკული ნამუშევრები და მეგრული სამზარეულო იყო გამოფენილი. საღამოს კულმინაცია იყო „მრავალჟამიერ საქართველოსთვის“, სადაც სხვადასხვა ანსამბლებთან ერთდ, „მზიურის“ მომღერლები და ნორჩი "მზიურელები", წარსდგნენ მაყურებლის წინაშე და ანსამბლის ძველი სიმღერები შეასრულეს.
მომღერალმა თამარ გვერდწითელმა საზოგადოებას მისი სოლო სიმღერები შეუსრულა, მაყურებელის წინაშე ანსამბლ "რუსთავთან" ერთად ხობელი ნინო გოთოშია წარსდგა. კონცერტი ხანგრძლივი აპლოდისმენტებითა და ოვაციებით დასრულდა.
ფესტივალს უამრავის საპატიო სტუმარი ესწრებოდა, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდოთი „ხელოვნების ქურუმი“ დააჯილდოვა. თამარ გვერდწითელს კი ხობის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ ხობის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.

ფესტივალის "სიმღერა სამეგრელოზე"-ს იდეის ავტორია საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, ფესტივალის ორგანიზატორები არიან, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი - "ხობი", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და ხობის მუნიციპალიტეტი.
ხობის მეგრული სიმღერების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.

October 3, 2015

მინისტრის მოადგილე ხობში (EN)

ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 5 კილომეტრიანი გზის მოასფალტება რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი ხიბულა-ზუბის მონაკვეთებს. გზასთან ერთად კეთდება 4 ახალი და რეაბილიტაცია უტარდება 3 ხიდ-ბოგირს, ამათგან ერთი არის 21მ ახალი ხიდი. პროექტს, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ 246 ათასი ლარს შეადგენს, შპს „არქეოპოლისი“ ასრულებს. 3 ოქტომბერს მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
October 1, 2015

ქართული ოცნება 3 წლისაა (EN)

2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსული კოალიცია ,,ქართული ოცნება“ ცდილობს კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას. ქართველი საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებები ეტაპობრივად სრულდება.
ხობის საზოგადოებას გილოცავთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 3 წლისთავს! მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, ჩვენი ხელისუფლება კვლავაც ყველაფერს გააკეთებს, რათა გაამართლოს მოსახლეობის იმედები და უფრო უკეთესი და წარმატებული იყოს მომდევნო წლები.
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

September 30, 2015

ბიუროს სხდომა (EN)

30 სექტემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:

1. საინიციატივო ჯგუფის 2015 წლის 28 სექტემბრის N272 განცხადების განხილვა (თამარ გვერდწითელისთვის ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე)
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
ბიუროს წევრების მიერ ერთხმად იქნა მოწონებული საინიციატივო ჯგუფის წინადადება თამარ გვერდწითელისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე.

September 30, 2015

გუბერნატორმა ხობში საბავშო ბაღი გახსნა (EN)

ქ. ხობში რეგიონალური განვითარების ფონდიდან N2 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, რომელიც დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
პროექტი, რომელის ღირებულებაც 311645 ლარია, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფმა“ განახორციელა. ბაღის შენობა ამორტიზების გამო მოითხოვდა სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო ახალი ელექტრო და საკანალიზაციო ქსელი, შიდა გათბობა, გარემონტდა ყველა ოთახი და სრულად გადაიხურა შენობა.
N2 საბავშვო ბაღში 6 ჯგუფია. საბავშვო ბაღი გათვლილია 200 აღსაზრდელზე. აღსაზრდელთა რაოდენობა ამ ეტაპზე 163 შეადგენს.

September 23, 2015

საკრებულოს სხდომის ანგარიში (EN)

23 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები: მათ შორის: დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელშიც ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, კერძოდ ცვლილებებით განისაზღვრა, რომ საკრებულოს კომპეტენციას არ წარმოადგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება, ისევე, როგორც საკრებულოს აპარატის და გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება, ეს უფლებამოსილება შესაბამისად მიენიჭა საკრებულოს თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტის გამგებელს. სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტები „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონება - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემა სახელმწიფოს უსასყიდლო საკუთრებაში, სახელმწიფოს მხრიდან შემდგომ ამ ქონების სარგებლობის უფლებით სსიპ პროფესიული კოლეჯისთვის „ფაზისი“ გადაცემის მიზნით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის ბაზაზე სსიპ პროფესიული კოლეჯის „ფაზისი“ ფილიალის შექმნის შესახებ, ხოლო საკრებულოს მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემულ, ყოფილი ნოჯიხევის პროფესიული სასწავლებლის ორ შენობა-ნაგებობას სახელმწიფოს მიერ ჩაუტარდება რემონტი, რის საფუძველზეც ის სრულად იქნება რეაბილიტირებული და აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით სასწავლო პროცესისთვის, ამ პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა უკვე გამოყოფილია. ზემო აღნიშნულის გამო საკრებულოს მიერ ასევე მუნიციპალიტეტის გამგებელს მიეცა თანხმობა ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე. მორიგ საკითხად განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 10 ივლისის №49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც განხორციელდა საჯიჯაოს და გაღმა საჯიჯაოს ბაღების გაერთიანება. პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საჯიჯაოს საბავშვო ბაღში ამ ეტაპისთვის ჩარიცხულია 42 აღსაზრდელი, ბაღს გარეთ დარჩენილია შესაბამისი ასაკის მქონე 17 აღსაზრდელი, ხოლო გაღმა საჯიჯაოს ბაღში სულ ირიცხება 4 აღსაზრდელი. მშობელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, გაღმა საჯიჯაოს ჯგუფის ხარჯზე დამატებით საჯიჯაოს საბავშვო ბაღში შესაძლებელი იყო ახალი ჯგუფის გახსნა და გაღმა საჯიჯაოდან აღსაზრდელთა გადაადგილებისთვის ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ორი საბავშვო ბაღის გაერთიანების თაობაზე. ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

September 22, 2015

განცხადება საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2015 წლის 23 სექტემბერს  11:00  საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

                                                                    სხდომის დღის წესრიგი:

  1.  „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი)

 

  1. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

 

  1. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი; 

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

 

  1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის“ ლიკვიდაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი; 

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

 

  1. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი  ქონების ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრისთვის“  გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი; 

თანამომხსენებელი: მ. რუხაძე - გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის

 

  1. „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი; 

თანამომხსენებელი: მ. რუხაძე - გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ)

September 22, 2015

ბიუროს სხდომა (EN)

2015 წლის 22 სექტემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 14 სექტემბრის N06/1571 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-აგვისტოს შესრულების თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 21 სექტემბრის N06/1610 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 21 სექტემბრის N06/1617 წერილის განხილვა („არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 10 ივლისის N49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 21 სექტემბრის N06/1618 წერილის განხილვა („არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის“ ლიკვიდაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 21 სექტემბრის N06/1619 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის, „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის N1 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლის ბეჭდისა და სატიტულო ფურცლების და გამგეობის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების ბლანკების ნიმუშების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N54 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ განკარგულების პროექტების შესახებ)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 21 სექტემბრის N06/1620 წერილის განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

7. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 21 სექტემბრის N06/----წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტების შესახებ)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

8. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

9. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭდის, სატიტულო ფურცლისა და სამართლებრივი აქტების ბლანკის ნიმუშების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის N50 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

  • <<
  • <
  • ...
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By