• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

February 16, 2015

ვ. მაისურაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა (EN)

13-15 თებერვალს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ვლადიმერ მაისურაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს სასპორტო სკოლებისა და აზერბაიჯანისა და სომხეთის ნაკრები გუნდები (სულ 235 მონაწილე).
ტურნირში წარმატებით იასპარეზეს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოსწავლეებმა. 52 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი დაიკავა ჯონი ხეცურიანმა, 56 კგ წონით კატეგორიაში II ადგილი გიორგი სოსელიამ მოიპოვა, (მწვრთნელ-მასწავლებელი ალმასხან ხუნჯუა, საჯიჯაოს ჯგუფი), ხოლო მეოთხე ადგილზე გავიდა ნიკა ყორშია. სამივე მოჭიდავე, 18-28 თებერვალს, ნაკრებ გუნდთან ერთად სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას გაივლის ბაკურიანში, სადაც ზაფხულის ევროპის ჩემპიონატისთვის შეირჩევიან მონაწილეები.

February 10, 2015

სტარტი აიღო დათა ხურცილავას სახელობის ტურნირმა (EN)

10 თებერვალს სტარტი აიღო 2008 წელს აგვისტოს ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, ხობის „კოლხეთის“ ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდისა და „თბილისის“ დინამოს ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდის წევრის დათა ხურცილავას სახელობის ტრადიციულმა რიგით მეშვიდე გათამაშებამ მინი ფეხბურთში. შეჯიბრში რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც გაერთიანებული არიან ორ ჯგუფში. ტურნირის გახსნას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია. შეჯიბრის ფინალური მატჩი გაიმართება 16 თებერვალს დათა ხურცილავას დაბადების დღეს.

February 10, 2015

კონფერენცია ხობის მონასტერში (EN)

9 თებერვალს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით ხობის მონასტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კონფერენცია ხობის მონასტერში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ, რაზეც მოხსენება გააკეთა არქეოლოგმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა რევაზ პაპუაშვილმა. კონფერენციას ესწრებოდნენ ფოთისა და ხობის მინტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ხობის მონასტრის წინამძღოლი დეკანოზი მამა ილია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მომხსენებელმა რ. პაპუაშვილმა ფოტოსლაიდების სახით წარმოადგინა ხობის მონასტრის ტერიტორიაზე 2008 წლიდან დღემდე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მასალები და ისაუბრა, რომ მონასტრის ტერიტორიაზე გათხრებისას აღმოჩენილ იქნა ძვ. წ. აღ-ის VIII–VII საუკუნებით დათარიღებული ძველი კოლხური ნამოსახლარები, ადრექრისტიანული ხანის ნაეკლესიარები, ტაძრის შიგნით გამოვლინდა ძველ დადიანთა (ცოტნე დადიანის (VIIIს.) საოჯახო საძვალე. მისი განმარტებით, თვით ტაძარი მდგარა გაცილებით უფრო დიდ ნატაძრალზე, რომელიც ძვ. წ. აღ-ის X-XI საუკუნით თარიღდება, ტაძრის დასავლეთით არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ძვ. წ. აღ-ის VIII-IX ს. ნაგებობათა ნაშთები, რომლის ქვეშ სხვა ნაგებობის ნაშთებიც აღმოჩნდა. ასევე მოხსენებით გამოვიდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია, რომელმაც კულტურული სიწმინდის სიძველეების დაცვაზე ისაუბრა. დასასრულს მეუფე გრიგოლმა დალოცა და მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას გაწეული თანადგომისათვის, ხოლო არქეოლოგ რ. პაპუაშვილს და გ. ჩიტაიას გაწეული არქეოლოგიური საქმიანობისათვის.

February 3, 2015

საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით დასუფთავების აქცია დაიწყო (EN)

3 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ინიციატივით მუნიციპალიტეტის მაშტაბით დაიწყო დასუფთავების აქცია, რომელსაც შეუერთდნენ საკრებულოს ბიუროს წევრები, საკრებულოს აპარატის მოხელეები და შპს „ხობი დასუფთავება და განათების“ თანამშრომლები. პირველ ეტაპზე დასუფთავდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთი, კერძოდ ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია. ეს აქცია მიიღებს მრავალჯერად ხასიათს და მომავალშიც დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიაზე მყარი ნარჩენების შეგროვება-დასუფთავება.

February 3, 2015

ხობელი მოჭიდავის მორიგი წარმატება (EN)

მიმდინარე წლის 29-30 იანვარს ირანში ქალაქ მაშჰედში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ,,იადეგარ იმამის თასზე'' ჭაბუკთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო 14 ქვეყნის 200-მდე მოჭიდავემ. მათ შორის მიწვეული იყო ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მოჭიდავე, საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა ყორშია. ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს ნაკრები გუნდისთვის, ჩვენმა მოჭიდავეებმა პირად გუნდურ შეჯიბრში II ადგილი დაიკავეს, პირველი ადგილის მფლობელი გახდა ირანის გუნდი, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა სომხეთის ნაკრები. ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვეს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობელ მოჭიდავეებს მორიგ წარმატებას.

February 2, 2015

შუა ხორგაში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს (EN)

2 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საფინანსო- სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ დაათვალიერეს შუა ხორგაში წყალმომარაგების განვითარებისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

February 2, 2015

შეხვედრა საფეხბურთო კლუბ „კოლხეთთან“ (EN)

2 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საფინანსო- სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ საინტერესო და საქმიანი შეხვედრა გამართეს ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ მწვრთნელ-ფეხბურთელებთან, შეხვედრა შედგა კლუბის საწვრთნელ ბაზაში. მათ დაათვალიერეს ს.კ „კოლხეთის“ სამწვრთნელო ბაზაში ახლად გახსნილი ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელი ოთახები და დასასრულს „კოლხეთის“ ფეხბურთელებს სათამაშო სპორტული ფორმის კომპლექტი გადასცეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ სიტყვით მიმართა ს.კ „კოლხეთის“ წევრებს და პირობა აღუთქვა, საკრებულო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ს.კ „კოლხეთი“ იყოს N1 წარმატებული სპორტული კლუბი მუნიციპალიტეტში. ადგილობრივი ბიუჯეტის დახმარებით ს.კ „კოლხეთი“ 2 კვირიან შეკრებით - წვრთნებზე გაემგზავრება დაბა კურორტ ურეკში, სადაც რამოდენიმე ამხანაგურ თამაშებსაც გამართავს.
მთავარმა მწვრთნელმა გია გურულმა და ფეხბურთელებმა ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს გაწეული მხარდაჭერისთვის და პირობა მისცეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ გუნდის წარმატებითვის.

February 2, 2015

ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლები უერთდებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინიციატივით მიმდინარე აქციას „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“.

January 28, 2015

კონკურსის მესამე ეტაპი (EN)

24 იანვრიდან ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედმა კომისიამ დაიწყო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსების მესამე ეტაპი - გასაუბრება, რომელიც გაგრძელდება 1 თებერვლამდე.

January 23, 2015

საკრებულოს სხდომის ანგარიში (EN)

   23 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ: გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს, გამგეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები.

 დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ სხდომაზე განხილულ და მიღებულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“ დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, „პაპანწყვირის“ ტბასთან გზაზე (გზის დასაწყისი-თბილისი -სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გადაკვეთასთან და გზის დასასრულში-„პაპანწყვირის“ ტბასთან შესასვლელი გზის გადაკვეთაზე) განთავსდება 2 ცალი ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.11. „მასის შეზღუდვა“ (მინიშნებით „8 ტონა“) და დაევალა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ დადგენილებით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება 30 დღის ვადაში.

შემდეგ საკითხად სხდომაზე განხილულ და მიღებულ იქნა განკარგულება „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ასევე განხილულ იქნა „ ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნების განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი და საკრებულოს  განკარგულებით მიეცა თანხმობა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნების კვარტალური განწერის თაობაზე.

საკრებულოს განკარგულებით ასევე მიეცა თანხმობა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სარგებლობის უფლების გადაცემაზე.

სხდომაზე ბოლო საკითხად მოსმენილ იქნა საკრებულოს თვმჯდომარის ედიშერ ჯობავას ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური და საფინანსო_სამეურონეო საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თაობაზე.

საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს წევრებს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა და სხვა საკითხების ფორმატში წარუდგინა ინმფორმაცია სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების შესახებ, რომელბიც სტიმულის მიმცემია გლეხების, ფერმერების და სოფლის მეურნეობის დარგში ჩართული მეწარმეებისათვის.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.

January 22, 2015

საკრებულოს სხდომა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2015 წლის 23 იანვარს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

January 22, 2015

საკრებულოს ბიუროს სხდომა (EN)

2015 წლის 22 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, 
სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ზ. ბუცხრიკიძის 2014 წლის 19 დეკემბრის N118/20 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტისა და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თაობაზე)

       (მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)

                     

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 15 იანვრის  06/47 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)

(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)

 

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 21 იანვრის  06/78 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტისა და „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის   ადგილობრივი  შესყიდვების   გეგმის დამტკიცების  შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)

(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)

 

4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 22 იანვრის  06/84 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე)

(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

 

5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 22 იანვრის  06/85 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის  მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე)

(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

 

6. „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

 

7. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

 

8. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

9. სხვადასხვა

 ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2015 წლის 23 იანვარს 11:00 საათზე.

 

January 21, 2015

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა (EN)

2015 წლის 20 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამგეობის და საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსების მეორე ეტაპის - ტესტირების საბოლოო შედეგები და მესამე ეტაპის - გასაუბრების გრაფიკი.

კონკურსის მეორე ეტაპის საბოლოო შედეგებით, გასაუბრებაზე დაშვებულია 177 კანდიდატი, რომელთა განაცხადები ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 372 შეადგენს.

კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრება ჩატარდება 2015 წლის 24 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. ხობი; ცოტნე დადიანის ქ. N189; მე-2 სართული; ოთახი N214).

დაინტერესებულ პირს კონკურსის მეორე ეტაპის - ტესტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეუძლია იხილოს საკრებულოს ვებ-გვერდის საინფორმაციო ბლოკში „ვაკანსია“, შემდეგ მისამართზე: http://khobi-sakrebulo.ge/ge/our-municipality/vakansiebi/2014-tseli/dekemberi/shedegebi/iii-etapi#.VL90jtKsU9k

კონკურსის მესამე ეტაპის - გასაუბრების გრაფიკი განთავსებულია საკრებულოს ვებ-გვერდის საინფორმაციო ბლოკში „ვაკანსია“, შემდეგ მისამართზე:

http://khobi-sakrebulo.ge/ge/our-municipality/vakansiebi/2014-tseli/dekemberi/shedegebi/iii-etapi#.VL90jtKsU9k

January 20, 2015

გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე საუფლო დღესასწაულს! იოანე დამასკელის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ მიიღო ნათელი, რომ თვით სჭირდებოდა განწმენდა, არამედ იმიტომ, რომ წყლით განებანა კაცთა ცოდვები, ეჩვენებინა ნათლისღების სახე და მაგალითი. ქრისტემ წყლით და სულიწმიდით გაანაახლა ცოდვებისაგან დამძიმებული კაცის ბუნება.შეგეწიოთ და გაგაძლიეროთ ნათლისღების დღის მადლმა.

January 16, 2015

ხობში სალოტბარო სკოლა გაიხსნა (EN)

15 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი დონაძეს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს თანადაფინანსების საფუძველზე ხობში სალოტბარო სკოლის გახსნის თაობაზე. აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას მიეძღვნა საზეიმო ღონისძიება, რომელიც გაიმართა ხობის კულტურის სახლში. ღონისძიებას ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას სალოტბარო სკოლის გახსნა მიულოცეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელმა ეთერ თათარაიძემ. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობამ დიდი მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას სალოტბარო სკოლის შექმნაში გაწეული მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, რამაც განაპირობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ეროვნული ცენტრის მიერ ქვეყნის მაშტაბით პირველი სალოტბარო სკოლის გახსნა ხობის მუნიციპალიტეტში. სალოტბარო სკოლა მიზნად ისახავს 2001 წელს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარებული უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენას, შენახვას, პოპულარიზაციას და მომავალი თაობებისათვის გადაცემას. სალოტბარო სკოლაში ფოლკლორის ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის საფუძველზე, ახალგაზრდობა უფასოდ შეისწავლის უძველეს მეგრულ სიმღერებს და ქართულ ტრადიციულ გალობას. აქტიურად მოხდება ახალგაზრდობის ჩაბმა ცენტის მიერ მოწყობილ ფესტივალებსა და ღონისძიებებში. განხორციელდება გამორჩეული ნიჭიერი ახალგაზრდების რეალური ხელშეწყობა. სკოლის წარჩინებული მოსწავლეები სურვილის შემთხვევაში ჩააბარებენ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში და მიიღებენ უმაღლეს განათლებას უფასოდ. გარდა ამისა ცენტრი მოახდენს ადგილობრივი სპეციალისტების ხელშეწყობასა და მათ გადამზადებას.

  • <<
  • <
  • ...
  • 134
  • 135
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By