• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

March 20, 2015

საკრებულოს სხდომის ანგარიში (EN)

2015 წლის 20 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები.

სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ:  „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 10 ივლისის N49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირების რეორგანიზაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის  მიცემის შესახებ” განკარგულების პროექტები.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.

March 20, 2015

ბიუროს სხდომა (EN)

2015 წლის 20 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, 
სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:

1.  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 19 მარტის  06/377  წერილის განხილვა („არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 10 ივლისის N49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირების რეორგანიზაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის  მიცემის თაობაზე“  განკარგულების პროექტების თაობაზე).

(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების საფუძველზე 2015 წლის 20 მარტს 13:30 საათზე გაიმართება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.

March 16, 2015

საფეხბურთო სკოლის გუნდის „იმედის“ მორიგი გამარჯვებები (EN)

სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველობის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდმა „იმედი“ (მ.წ რევაზ ქაშიბაძე) 14 მარტს შეხვედრა გამართა ქალაქ სამტრედიაში, 2003-2004 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა სკოლის გუნდთან, შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა, ხოლო ამავე ტურნირის ფარგლებში 15 მარტს გუნდმა „იმედმა“ (მ.წ ლევან ნოდია) 2001 -2002 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის დაამარცხა ლესიჭინის საფეხბურთო გუნდი 5:0, რომელიც გაიმართა ლესიჭინის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს გამარჯვებას ახალგაზრდა ფეხბურთელებს და მომავალ შეხვედრებშიც წარმატებებს უსურვებს მათ.

March 13, 2015

ხეთაში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს (EN)

13 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ გამგებლის წარმომადგენელთან ერთად ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

March 13, 2015

სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან (EN)

13 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ საკრებულოს სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს, სადაც შეხვედრის მონაწილეებს გამგებელმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ. ამასთან აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ამ პროექტის ფარგლებში სერიოზული მუშაობა იქნება მომავალშიც განხორციელებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ოფიციალური განცხადებაც იქნა გაკეთებული, სადაც მან ისაუბრა, რომ ხობის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტის 100% ათვისება აქვს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ხვნის სამუშაოების მიმდინარეობაზე. შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ ქალაქ ხობში მცხოვრებ აბესალობ (ბესო) აბურჯანიას სასწრაფოდ სჭირდება ღვიძლის გადანერგვა და შესაძლებლობის ფარგლებში მოუწოდეს დახმარებისკენ დამსწრე საზოგადოებას, რაზედაც ლიბერთი ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში: ანგარიშის მფლობელი: აბესალომ აბურჯანია ანგარიშის ნომერი: GE70LB0288870150744885 მიმღები ბანკის დასახელება: ს.ს. “ლიბერთი ბანკი“

March 13, 2015

საჯარო კონკურსის საბოლოო შედეგები (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 7 მარტის სხდომაზე შეჯამდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამგეობის და საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსების შედეგები.
კონკურსების მესამე ეტაპში, 91 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მონაწილე 129 კანდიდატის 199 განაცხადიდან (მათ შორის: გამგეობა - 174, საკრებულო - 25) დაკმაყოფილდა 80 განაცხადი (მათ შორის: გამგეობა - 73, საკრებულო - 7), შესაბამისად, კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილია 80 კანდიდატი. კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა 11 ვაკანტურ თანამდებობაზე.
ინფორმაცია საჯარო კონკურსების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით იხილეთ ვებგვერდზე, „ვაკანსიის“ ბლოკში, შემდეგ მისამართზე: http://khobi-sakrebulo.ge/ge/our-municipality/vakansiebi/2014-tseli/dekemberi/shedegebi/saboloo-shedegebi#.VQLuIXysU9k
March 12, 2015

საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები დაიწყო (EN)

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ხვნის სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში, ძველ ხიბულაში, საჯიჯაოში, ქვემო ქველონსა და ჭალადიდში დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ანგულ მიქავამ. 
ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ დასამუშავებელია 9 609 ჰექტარი მიწის ფართობი. პროექტის კონტრაქტორები არიან შპს „მექანიზატორი“, ამხანაგობა „სოფლტექსერვისი“, ინდმეწარმეები „რომან ხარეიშვილი“, „ზურაბ ახალაია“, „მამუკა ტყებუჩავა“. სასოფლო-სამეურნეო ხვნის ბარათით წელს 7728 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მუშავდება.

March 12, 2015

სპექტაკლი „ფანჯრებს იქით“ (EN)

12 მარტს ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა ქუთაისის თეატრის „აპლოდისმენტების“ სპექტაკლი „ფანჯრებს იქით“ (ავტორი: თამაზ ბაძაღუა). სპექტაკლმა მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.

March 11, 2015

პრემიერის განცხადებით ხობის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის 100%-ით ათვისება შეძლო (EN)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში თვითმმართველმა ქალაქებმა და მუნიციპალიტეტის გამგეობებმა ძალიან კარგად იმუშავეს და მათთვის გამოყოფილი თანხები ეფექტურად აითვისეს. „სამეგრელოს მუნიციპალიტეტსა და ზემო სვანეთში 100%-იანი ათვისება აქვს ხობის მუნიციპალიტეტს, ასევე სენაკს, აბაშას და ზუგდიდს, იგივეა გურიაში, ჩოხატაურში“ - განაცხადა პრემიერმა და გუბერნატორებს და გამგებლებს მეტი ინიციატივებისკენ მოუწოდა.

March 10, 2015

საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემაჯამებელი სხდომა (EN)

2015 წლის 7 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამგეობის და საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსების მესამე ეტაპის - გასაუბრების შედეგები. კონკურსანტებს საბოლოო შედეგების შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად ეცნობებათ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე და ინფორმაცია გამოქვეყნდება საკრებულოს ვებ-გვერდზე.

March 10, 2015

ლიტერატურული კომპოზიცია „დედა და გაზაფხული“ (EN)

10 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შიდასაწრეო ლიტერატურული კომპოზიცია „დედა და გაზაფხული“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ნორჩმა ჟურნალისტებმა, გამომეტყველებითი კითხვის, ფოლკლორის, ნორჩ ფიზიკოსთა და ნორჩ მხატვართა წრის მოსწავლეებმა. წარმოდგენილი იყო ნორჩი მხატვრის გელა გულუას გრაფიკული ნამუშევრები. ღონისძიებას ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

March 9, 2015

ხობის „კოლხეთმა“ ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა (EN)

9 მარტს  ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და ტყიბულის „მეშახტე“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ხობელი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

ხობელთა რიგებიდან   გოლი  ბექა ბაკურაძე და გიორგი თევზაძემ გაიტანეს.

March 6, 2015

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ პრეზენტაცია (EN)

6 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, გაიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურისა და გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის შეხვედრა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან და ფერმერებთან, რომლებსაც გააცნეს სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“. ფერმერებს მიეწოდათ ინფორმაცია შეღავათიანი აგროკრედიტის  და „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამებზე, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების პუნქტის შექმნის შესახებ, ინფორმაცია სიმინდისა და სოიოს ჰიბრიდულ ჯიშებზე და მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის საკითხებზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურმა ფერმერებს შესთავაზა მათ კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის უფასოდ  აღება.  

შეხვედრას  ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

March 3, 2015

გილოცავთ დედის დღეს (EN)

3 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მასშტაბით აფხაზეთის ომში შვილდაკარგულ,საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებულ გმირთა, მრავალშვილიან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დედებს, უხუცეს და მედიცინის მუშაკ ქალბატონებს ესტუმრნენ, მიულოცეს დედის დღე და მოკრძალებული საჩუქრები და თაიგულები გადასცეს, თითოეულს ბედნიერი დედობა, შვილთა სიმრავლე სიხარული და ბედნიერება უსურვეს. ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში 3 და 8 მარტის დღესასწაულებთან (დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღეს) დაკავშირებით მრავალშვილიან დედებზე და უხუცეს ქალბატონებზე გაიცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება, საერთო ჯამში 11 100 (თერთმეტი ათას ასი) ლარის ოდენობით.
დედის დღე საქართველოში საქართველოს პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 1991 წლიდან აღინიშნება. დედობის დაცვა და მხარდაჭერა ქვეყნისა და საზოგადოების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან დედობა განსაკუთრებული როლია. საქართველოში უმთავრესად ქალები იღებენ ბავშვზე ზრუნვასა და პასუხისმგებლობას, რომელიც დადებითად აისახება თითოეული ოჯახის და სახელმწიფოს კეთილდღეობაზე.

March 2, 2015

გილოცავთ დედის დღეს (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ დედის დღეს, რომელიც ყოველი ჩვენთაგანის უსაყვარლესი ადამიანის-დედისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა!

ყველა დედას ვუსურვებთ ბედნიერ დედობას, შვილთა სიმრავლეს, სიხარულსა და ბედნიერებას.

  • <<
  • <
  • ...
  • 139
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • 165
  • 166
  • 167
  • 168
  • 169
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By