• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

March 6, 2014

მონო სპექტაკლი კულტურის სახლში (EN)

5 მარტს ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული სახელმწიფო თეატრის მსახიობმა ლეო ანთაძემ მონო სპექტაკლი „ბახტრიონი“ წარმოადგინა.

March 4, 2014

პირველი ტურის მატჩი ხობის "კოლხეთის" გამარჯვებით დასრულდა (EN)

2 მარტს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტურის მატჩი პირველი ლიგის გუნდებს შორის. ხობის "კოლხეთმა" თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

February 27, 2014

27 თებერვლის საკრებულოს სხდომის ანგარიში (EN)

27 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების ხელმძღვანელი პირები. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ქარდავამ წარმოადგინა.
სხდომაზე მეორე საკითხად კენჭი ეყარა „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტს.
ადგილობრივ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ცვლილებები განხორციელდა „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის N1 განკარგულებაში.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს მიეცა თანხმობა ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემადგენლობაში შეტანილი ცვლილების თანახმად, კომისიას დაემატა ორი წევრი. დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტები. სხდომაზე მოსმენილ იქნა და შეფასდა საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

February 26, 2014

საკრებულოს სხდომა (EN)

2014 წლის 27 თებერვლად, 11 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა.

February 26, 2014

ბიუროს სხდომა (EN)

2014 წლის 26 თებერვალს გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“  დირექტორის ხ. ხორავას 2014 წლის 26  იანვრის N7 წერილის განხილვა (ანგარიში განათლების ცენტრის მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობის შესახებ)

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ დირექტორის მ/შ  კ. კობახიძის 2014 წლის 26 იანვრის N7 წერილის განხილვა (ანგარიში საფეხბურთო კლუბის მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობის შესახებ)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის“ დირექტორის მ/შ ნ. იოსავას 2014 წლის 30 იანვრის N4 წერილის განხილვა (ანგარიში პროფესიული სწავლების ცენტრის მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობის შესახებ)

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის შ. საბახტარაშვილის 2014 წლის 30 იანვრის N7 წერილის განხილვა (ანგარიში ჯანდაცვის ცენტრის მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობის შესახებ)

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

 5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ დირექტორის ბ. ნადარაიას 2014 წლის 31 იანვრის N6 წერილის განხილვა (ანგარიში კულტურის ცენტრის მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობის შესახებ)

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის მ/შ ე. კვიკვინიას 2014 წლის 29 იანვრის N72 წერილის განხილვა (ანგარიში სააღმზრდელო გაერთიანების მიერ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

 7. შპს „ხობის მოამბეს“ დირექტორის მ. ლაგვილავას 2014 წლის 3 თებერვლის N5 წერილის განხილვა (ანგარიში შპს „ხობის მოამბეს“  მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობის შესახებ)

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის მ/შ ე. კვიკვინიას 2014 წლის 7 თებერვლის  N84 წერილის განხილვა (გაერთიანების 2014 წლის ბიუჯეტში საშტატო ერთეულისა და სახელფასო სარგოების ცვლილების პროექტის თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

 9. შპს „დასუფთავება და განათებას“ დირექტორის მ/შ გ. თათარიშვილის 2014 წლის 10 თებერვლის N12 წერილის განხილვა (ანგარიში შპს „დასუფთავება და განათებას“   მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობის შესახებ)

(მომხსენებელი: ბ. ბერაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

10. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 17 თებერვლის  N06/219  წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

 11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ დირექტორის ბ. ნადარაიას 2014 წლის 19 თებერვლის N11 წერილის განხილვა  (საშტატო ერთეულის დამატების თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

 12. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ დირექტორის ბ. ნადარაიას 2014 წლის 19 თებერვლის N12 წერილის განხილვა (2014 წლის სპეცსახსრების დამტკიცების თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

 13. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 21 თებერვლის N06/251  წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრების უფლებით გადაცემაზე თანხმობის  მიცემის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების საკუთრების უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტების თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ბერაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

 14. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 25 თებერვლის  N06/271  წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტისა და „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

 15. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 25 თებერვლის  N06/288  წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრთა კანდიდატურის თაობაზე)

    (მომხსენებელი: მ. სილოგავა  - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

 16. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 25 თებერვლის  N06/290  წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტების თაობაზე)

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

 17. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა.

   (მომხსენებელი: ბ. ბერაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

February 25, 2014

ხობელ ჭაბუკ მოჭიდავეთა წარმატებული საერთაშორისო ტურნირი თბილისში (EN)

ქ. თბილისში 21-23 თებერვალს ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ვლადიმერ მაისურაძის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, სადაც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სასომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდების 276 მოჭიდავე.
ტურნირში წარმატებით იასპარეზეს განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებლები: მამუკა ყორშია, ბაკურ ბუკია, სურაჯ გვასალია, ალმასხან ხუნჯუა).
46 კგ წონით კატეგორიაში 4 მოგებით I ადგილის მფლობელი გახდა ნუგზარ წურწუმია;
3-3 მოგებით III საპრიზო ადგილები გაინაწილეს 50 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ყორშიამ და 54 კგ წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანმა;
სპეციალისტების მოწონება დაიმსახურეს IV ადგილებზე გასულმა თემურ გოგოხიამ და გოგა პერტახიამ.
ორგანიზატორებმა პრიზიორები დააჯილდოვეს შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და თასებით.
ვულოცავთ გამარჯვებას ხობელ მოჭიდავეებს!

February 25, 2014

25 თებერვალი – საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე (EN)

,საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21ივლისის N 3567 დადგენილების თანახმად ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

February 17, 2014

დათა ხურცილავას სახელობის ტურნირში გამარჯვება გუნდმა ,,საძმომ“ მოიპოვა (EN)

16 თებერვალს დასრულდა 2008 წელს, ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის რიგით მეექვსე გათამაშება მინიფეხბურთში, რომელშიც ქალაქის  8 უბნის გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „საძმოსა“ და „გურიფულის“ ნაკრები გუნდები, დაძაბული თამაში „საძმოს“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა და შესაბამისად გამარჯვებულიც და დათა ხურცილავას სახელობის გარდამავალი თასის მფლობელი გუნდი ,,საძმო“ გახდა. მეორე ადგილზე გუნდი „გურიფული“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი გუნდა „მერცხალმა“ მოიპოვა.

ტურნირზე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული საუკეთესო მოთამაშეები:  საუკეთესო მეკარე - ირაკლი საბეკია (საძმო), საუკეთესო მცველი - ვლადიმერ ჭანტურია (საძმო), საუკეთესო ნახევარმცველი - ირაკლი სახურია (გურიფული), საუკეთესო ნახევარმცველი დიმა თოდუა (ჭყონდიდელი), საუკეთესო ბომბარდირი - გიგლა ზაქარაია (მერცხალი), საუკეთესო ფეხბურთელი - ზურაბ ლატარია (გურიფული). გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო მოთამაშეები სამახსოვრო პრიზებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის დახურვის ცერემონიალს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

February 12, 2014

დათა ხურცილავას სახელობის საფეხბურთო ტურნირი დაიწყო (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, 12 თებერვალს, სტარტი აიღო მინი-ფეხბურთის ტურნირმა, რომელშიც მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ფარგლებში სამოყვარულო საფეხბურთო გუნდები.თამაშის დაწყების წინ ტურნირის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული გმირის ხსოვნას.

February 10, 2014

ხობელმა მძლეოსნებმა ზამთრის ღია ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს (EN)

მძლეოსნობის ფედერაციის ორგანიზებით 8-9 თებერვალს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს 2014 წლის ზამთრის ღია ეროვნული ჩემპიონატი მძლეოსნობაში. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა (მწვრთნელ-მასწავლებელი ინდირა გრიგოლიანცი).
800 მეტრ გარბენში ასაკობრივ ჯგუფში I ადგილი მოიპოვა ჯიმშერ ბუკიამ (შედეგი 2.03 წთ);
ასევე 200 მეტრ გარბენში ასაკობრივ ჯგუფში, I ადგილის მფლობელი გახდა გრიგოლ ახალაია (შედეგი 24 წმ);
ამანათრბენში 4X200 მ გარბენში II ადგილი გაინაწილეს ჯიმშერ ბუკიამ და გრიგოლ ახალაიამ.
წარმატებით იასპარეზეს აგრეთვე ბირთვის კვრაში გიორგი კორტავამ და 200 მეტრ გარბენში მეგი ლატარიამ.
ჩემპიონატზე ხობელ მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა 76 ქულით მეორე ჯგუფის გუნდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. 
ორგანიზატორებმა გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და თასით დააჯილდოვეს.

January 27, 2014

საკრებულოს თავმჯდომარემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ინვალიდის ეტლი გადასცა (EN)

საკრებულოს თავმჯდომარემ  მ. ქარდავამ სოფელ პირველ ხორგაში სოციალურად დაუცველი ოჯახიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თენგიზ ჩარგაზიას საჩუქრად ინვალიდის ეტლი გადასცა. საკრებულოს თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო ოჯახში არსებულ პრობლემებს და მომავალშიც თანადგომა და დახმარება აღუთქვა მათ.

January 27, 2014

ნინოობას გილოცავთ (EN)

წმიდა ნინო, რჩეული ღვთისა, დედა და ნათლია ჩვენი ერისა, იყოს მფარველი თქვენი და საქართველოს დედებისა....

January 23, 2014

საკრებულოს სხდომის ანგარიში (EN)

23 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს 2014 წლის პირველი სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ კოლეგებს მიულოცა ახალი სამუშაო წლის დაწყება და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ქარდავამ წარმოადგინა, პროექტი საკრებულოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა მიღებული.
მეორე საკითხად მიღებულ იქნა განკარგულება „ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ.“ 
მესამე საკითხად გამოტანილი განკარგულების პროექტით 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულოსგან თანხმობა მიეცა. 
სხდომაზე დამტკიცდა საკრებულოს 2014 წლის სამუშაო გეგმაც, ხოლო მეხუთე საკითხად განხილული განკარგულების პროექტით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად მ. რუხაძის ნაცვლად კომისიის წევრად შეყვანილ იქნა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი შ. სირაძე. 
ამ საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

January 23, 2014

ბიუროს სხდომა (EN)

23 იანვარს გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის  დირექტორის ხ. ხორავას 2014 წლის14 იანვრის N2 წერილის განხილვა (განათლების ცენტრის მიერ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 16 იანვრის  N06/146  წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის მ/შ  ე. კვიკვინიას 2014 წლის 20 იანვრის N9 წერილის განხილვა (ანგარიში გაერთიანების მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობის შესახებ)

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 16 იანვრის  N06/55  წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის N17 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე)

(მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 21 იანვრის N06/56  წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტისა და „ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის   ადგილობრივი  შესყიდვების   გეგმის დამტკიცების  შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის დირექტორის მ/შ ზ.ლატარიას 2014 წლის 21 იანვრის N6 წერილის განხილვა (ანგარიში საფეხბურთო სკოლის მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობის შესახებ)

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის 2014  წლის სამუშაო გეგმის განხილვა.

(მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

8. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის   კომისიის 2014  წლის სამუშაო გეგმის განხილვა.

(მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის   კომისიის  თავმჯდომარე)

9. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის 2014 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია- საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

10. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის 2014 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

 11. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის 2014  წლის სამუშაო გეგმის განხილვა.

(მომხსენებელი: ბ. ბერაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

12. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

  (მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

January 21, 2014

შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან (EN)

  • <<
  • <
  • ...
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • 165
  • 166
  • 167
  • 168
  • 169
  • 170
  • 171
  • 172
  • 173
  • 174
  • 175
  • 176
  • 177
  • 178
  • 179
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By