• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

სექტემბერი 18, 2014

ხობელი თეიმურაზ კვიკვინიას წარმატება ჭადრაკში

17 სექტემბერს დასრულდა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის - ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში. სადაც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში თავი მოიყარა 260-მდე მოჭადრაკემ მსოფლიოს ათამდე ქვეყნიდან. მონაწილეთა შორის იყვნენ ხობელი მოჭადრაკეებიც.
მიმდინარე წელს კიდევ ერთი წარმატება მიითვალა აქტივში ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე თეიმურაზ კვიკვინიამ. 
8 წლამდე ჭაბუკთა ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილე უძლიერესი შემადგენლობა ასპარეზობდა.
რეიტინგიანი ირანელი და სომეხი მოჭადრაკის მონაწილეობა დაძაბულობას მატებდა ტურნირის მიმდინარეობას ამ ასაკობრივ კატეგორიაში.
საბოლოო შედეგები ასე გამოიყურება:
1. დანიშვარ ბარდია(ირანი) 9 ქულა.
2.თეიმურაზ კვიკვინია (საქართველო, ხობი) 6,5 ქულა.
3.ალექსანდრე ყორღანაშვილი (საქართველო, თბილისი) 6 ქულა.
ტურნირის გამარჯვებულებს დიპლომები, მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
თეიმურაზ კვიკვინია 18 ოქტომბრიდან პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე, რომელსაც ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს. თეიმურაზთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ხობელები - დიანა ლომაია და ანა კვიკვინია.

სექტემბერი 15, 2014

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ყველა პირველკლასელს სახელმწიფოსგან საჩუქრად ნეტ-ბუკები გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით. 
მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და საკრებულოს ბიუროს წევრებმა.

სექტემბერი 15, 2014

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ საგანმანათლებლო რესურსცენტრს, პედაგოგებს, მშობლებს და განსაკუთრებით მოსწავლე- ახალგაზრდობას, რომელთა უპირველესი მოვალეობა ქვეყნის წინაშე, სწავლა-განათლებაა, თქვენ უნდა განავითაროთ თქვენი ინტელექტუალურ- შემეცნებითი პოტენციალი, ფიზიკური და სულიერი თვისებები, ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგჭირდებათ, რათა სწორად განსაზღვროთ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური, ინტელექტუალური და პოლიტიკური ინტერესები. თქვენ ის თაობა ხართ, რომლებმაც უნდა შექმნათ ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავალი, თქვენ ცოდნის მწვერვალების დაუფლებით, შეძლებთ თავად შექმნათ ღირებულებები და შეუერთდეთ თავისუფალ მსოფლიოს ღირსეულ მოქალაქეებად. ხელისუფლება მუდამ იზრუნებს თქვენი მრავალმხრივი განვითარებისათვის საჭირო გარემოს შექმნისათვის, სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისა და განათლების ხელშეწყობაზე. გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს, ღმერთმა გაგაძლიეროთ და მოგმადლოთ ნიჭიერება და სწავლისმოყვარეობა. 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.

სექტემბერი 12, 2014

ხობის „კოლხეთი“ტყიბულის „მეშახტეს“ დაუპირისპირდა

12 სექტემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მეოთხე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის ,,კოლხეთი" და ტყიბულის  „მეშახტე“ დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა, გატანილი გოლის ავტორი ოთარ ფიფია.

სექტემბერი 11, 2014

პროექტის „მომავალი თქვენია“-ს პრეზენტაცია პირველი მაისის საბავშვო ბაღში

    დღეს  პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღში გაიმართა პრეზენტაცია   პროექტისა ,,მომავალი თქვენია“,რაც მიზნად ისახავდა ბაღის საკანალიზაციო სისტემის  რეაბილიტაციას. (პროექტი კოორდინატორი ლელა ალექსანდრია). პროექტი განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამის ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ“-ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის და ასოციაცია   ,,ათინათის ‘’ ხელშეწყობით.

     პროექტის საერთო ღირებულება შეადგენდა    7778,40 ლარს. 

  ადგილობრივი თვითმმართველობის    წვლილი აღნიშნულ პროექტში იყო 800 ლარი. 

 

 პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ:

საკრებულოს თავმჯდომარე  ---- ედიშერ ჯობავა,

სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე--- - დოდო გაბუნია.

საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე - ----ტარიელ ალექსანდრია,

 ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე--- - გოჩა სიჭინავა,

 

 არასამთავრობო ორანიზაციის წარმომადგენლები და  აღსაზრდელთა მშობლები.

სექტემბერი 11, 2014

იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინა

11 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქმედ იოანე  ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში , ფოთისა  და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა წმინდა იოანე წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესთან დაკავშირებით  პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია.

სექტემბერი 8, 2014

ხობში იწყება სიმინდის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა

თანამედროვე მსოფლიოში სიმინდის გადამუშავება ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად მიიჩნევა, რადგან მისი ეფექტური გამოყენებით იქმნება პროდუქციის დიდი სპექტრი: უმაღლესი ხარისხის ზეთი, ფქვილი, კომბინირებული საკვები, სახამებელი, გლუკოზა, სხვადასხვა საკვები ინგრედიენტები, ბიოეფექტური საწვავი, ზემოთხსენებული დარგის მიზანია მაქსიმალური სარგებლის მიღება სოფლის მეურნეობის პროდუქციისგან, რაც თავისთავად ზრდის წარმოების ეფექტურობას, დასაქმებას და პროდუქციის ასორტიმენტს.

სიმინდის მარცვლისგან მიღებული პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხობრივი მაჩვენებლებით.

რაც შეეხება სიმინდის ზეთს იგი მიიღება სიმინდის ჩანასახისგან.

სიმინდის ზეთი უხვად შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელიც გამაახალგაზრდავებელ და გამაჯანსაღებელ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, უნივერსალურია კულინარიაში, ფართო გამოიყენება თევზის, ხორცის, ბოსტნეულის შესაწვავად და საკონდიტრო წარმოებაში, ის არ ქაფდება, არ იწვის, არ წარმოქმნის კანცეროგენულ ნივთიერებებს, რის გამოც ფასობს დიეტურ და საბავშვო კვებაში.

ქალაქ ხობში შპს „კოლხას“ მიერ იქმნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი და ზეთის მწარმოებელი საწარმო, პროექტის ავტორია საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ ქარვა “ , ინიციატორია საქართელოს პარლამენტის წევრი. ხობის მაჟორიტატი დეპუტატი გოდერძი ბუკია. პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილია, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი (როგორც საწარმოო ხაზი, ასევე ლაბორატორია) 600 მ2 საწარმოო და 1300 მ2 სასაწყობო მეურნეობის გაშენება, რომლის საწარმოო სიმძლავრე გათვლილი იქნება დღე-ღამეში 50 ტონა სიმინდის მარცვლის გადამუშავებაზე  და დასაქმდება 65-85 ადამიანი (ძირითადად ადგილობრივი მოსახლე).

წლიური ბრუნვა საწყის ეტაპზე დაგეგმილია წელიწადში 5-6 მილიონი ლარი.

პროექტის ღირებულება (საინვესტიციო თანხის მოცულობა) შეადგენს 1 000 000 აშშ დოლარს.

გარდა საქართველოს მოსახლეობისთვის უმაღლესი ხარისხის ზეთის წარმოებისა და რენტაბელური საწარმოს შექმნისა, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სიმინდის მარცვლის მაქსიმალურად ეფექტურად და სრულად ათვისების პრეცენდენტის დანერგვას.

პარალელურ რეჟიმში იხსნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველის საკვების დამამზადებელი საწარმო, სადაც დამუშავდება ძირითადად გულგამოცლილი სიმინდის მარცვლები. საწარმოს სიმძლავრე იქნება დღე-ღამეში 60-70 ტონა ცხოველის საკვების წარმოება. საწარმოში დასაქმდება საშუალოდ 70 ადამიანი. პროექტის ღირებულება შეადგენს 450 000 აშშ დოლარს. საწარმოს წლიური ბრუნვა საწყის ეტაპზე დაგეგმილია წელიწადში 8-9 მილიონი ლარი.

ზემოთხსენებული საწარმოები სტიმულირებას გაუწევენ მომიჯნავე ტერიტორიებზე, სიმინდის გადამუშავების სხვა საწარმოების შექმნას.

აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, არამარტო ხობის მუნიციპალიტეტის, არამედ რეგიონის მასშტაბით ეკონომიკის განვითარებაში.

სექტემბერი 4, 2014

გადაცემა „არენა“

დღეს 22:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებელი და გადაცემა „არენა“!წარმოგიდგენთ თემას:
გოგი ბუკიას მემორიალური საერთაშორისო ტურნირი ნარდში (ჩაქვი სასტუმერო „ოაზისი“)
გადაცემის სტუმრები არიან:
1. საქართველოს ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ნაჭყებია. 
2. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ხობის“ დირექტორი მარიამ მიქაძე.
3. გოგი ბუკიას მემორიალური ტურნირის ჟურნალისტებს შორის გამარჯვებული, საზ.მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე თამაზ ტყემალაძე. 
4. მსოფლიო ნარდის ჩემპიონი სინიორებს შორის მერაბ დვალი.

სექტემბერი 4, 2014

ნოჯიხევში გარე განათების მოწყობითი სამუშაოები დასრულდა

ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში,  დასახლების უბანში, ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიაზე  განხორციელდა გარე განათების მოწყობითი სამუშაოები, რომელიც შპს „ხობი დასუფთავება და განათებამ“ განახორციელა, ობიექტზე გაყვანილ იქნა  350 მ. სადენი, დამონტაჟდა  11 ლამპიონი.

დასრულებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირებთან ერთად დაათვალიერეს და ამასთან შეხვდნენ ყოფილი ტექნიკუმის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს და მათთან ერთად განიხილეს ყველა ის პრობლემური საკითხები, რომელიც მათ წინაშე დგას, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. მოსახლეობის მხრიდან კმაყოფილება იქნა გამოხატული განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით.

სექტემბერი 3, 2014

გარე განათების მოწყობითი სამუშაოები ნოჯიხევში

ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, დასახლების უბანში, ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიაზე ხორციელდება გარე განათების მოწყობითი სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს. „ხობი დასუფთავება და განათება“ აწარმოებს, აღნიშნულის ფარგლებში ობიექტზე გაყვანილ იქნა 350 მ. სადენი, მონტაჟდება 11 ლამპიონი.
მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ლევან ლიპარტია გაეცნენ, ისინი ყოფილი ტექნიკუმის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდენენ და განიხილეს ყველა პრობლემური საკითხები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე.

სექტემბერი 3, 2014

საკრებულოს თავმჯდომარის მონიტორინგი

3 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ბიუროს წევრებთან ერთად მონიტორინგის მიზნით შემოწმებები განახორციელა საკრებულოს მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირების, კერძოდ განათლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრებში ასევე შპს „დასუფთავება და განათებაში”. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დისციპლინას, შინაგანაწესს, გუნდურ მუშაობას და სამუშაო გრაფიკში არსებულ ცვლილებებს, კერძოდ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ შეახსენა მათ 1 სექტემბრიდან სამუშაო საათის 09:00 საათზე დაწყებისა და 18:00 საათზე დასრულდების შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან მკაცრი გაფრთხილებები მიიღეს დაგვიანების მქონე იურიდიული პირების თანამშრომლებმა.

სექტემბერი 2, 2014

ოპერატიული თათბირი საკრებულოს თანამშრომლებთან

2 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ედიშერ ჯობავამ, ბიუროს წევრებთან ერთად   საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან თათბირი გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც დისციპლინას, შინაგანაწესსა და გუნდურ მუშაობას ასევე აქტუალური და პრობლემური საკითხების მოგვარებასა და მათი გადაჭრის გზებს, თანამშრომლებს მიეცათ შესაბამისი დავალებები.

თათბირზე ისაუბრეს სამუშაო გრაფიკში არსებულ ცვლილებებზე, როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა სამუშაო საათი 1 სექტემბრიდან 09:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება. 

სექტემბერი 2, 2014

ხობის „კოლხეთის“ პირველი საშინაო მატჩი

1 სექტემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი პირველი ლიგის გუნდებს შორის,  ხობის „კოლხეთმა“ ბორჯომის „ბორჯომს“ უმასპინძლა. მატჩი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ბორჯომის „ბორჯომმა“ მოიპოვა.

სექტემბერი 1, 2014

ნარდის ტურნირი ჟურნალისტებს შორის დასრულდა

31 აგვისტოს, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ დასრულდა გოგი ბუკიას მემორიალური ტურნირი ნარდში ჟურნალისტებს შორის, რომელიც “განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ - “ხობის” პრეზიდენტის გოდერძი ბუკიას ინიციატივითა და უშუალო მხარდაჭერით გაიმართა. ტურნირში საქართველოს ტელე და ბეჭდვითი მედიის 25-მდე წარმომადგენელთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მედიასთან და პრესასთან ურთიერთობის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. 
საინტერესო და დაძაბული პაექრობის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებულის ტიტული და ღია საერთაშორისო ტურნირის საგზური საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილემ თამაზ ტყემალაძემ მოიპოვა. მე-2 ადგილზე გავიდა ტვ-3-ის ოპერატორი ნიკოლოზ სანიშვილი. საქართველოს ნარდის კლუბის დირექტორმა ნინო თევზაძემ პირველი ადგილის მფლობელს გოგი ბუკიას სახელობის თასი გადასცა. ხოლო მე-2 ადგილზე გასულმა გოდერძი ბუკიასაგან საჩუქრად მიიღო საგზური დაბა ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ და ასევე, გოგი ბუკიას სახელობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფლება. ორგანიზატორების განცხადებით ტურნირი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მას მომავალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებიც შემოუერთდებიან.

აგვისტო 29, 2014

დასრულდა ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის ტურნირი

29 აგვისტოს ქვემო ქვალონში დასრულდა ხობის საფეხბურთო სკოლის, ფოთის "კოლხეთის" ჭაბუკ ფეხბურთელთა, მარტვილის საფეხბურთო სკოლისა და ხობის "კოლხეთის" გუნდების ყოფილი ფეხბურთელის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში.
ტურნირი საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი" ხობის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს: ხობის "იმედის", ფოთის "კოლხეთის" სენაკის "ეგრისი-2" ის, მარტვილის საფეხბურთო სკოლა-2 ის, სენაკის "ეგრისის", ფოთის "კოლხეთი-2" ის, მარტვილის საფეხბურთო სკოლისა და ხობის "იმედი-2" ის ფეხბურთელთა გუნდებმა. შეჯიბრი გაიმართა როგორც უმცროსი ასაკის ისე უფროსი ასაკის ფეხბურთელთა შორის.
უფროსი ასაკის ფეხბურთელთა შორის გამარჯვება ნუტის მეგობრებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს ხვდა წილად, ხოლო მეორე ადგილზე ხობის "იმედის" ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. უმცროსებს შორის პირველი ადგილი ფოთის "კოლხეთის" ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე ხობის "იმედის" ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. აღსანიშნავია რომ თამაშში ჩაერთვნენ ნუტის ხობელი, მარტვილელი, ფოთელი და სენაკელი მწვრთნელები მატჩი ამხანაგური ანგარიშით 3:3 დასრულდა. ტურნირის დახურვის ცერემონიალს ნუტის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გემგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია,ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

  • <<
  • <
  • ...
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • 165
  • 166
  • 167
  • 168
  • 169
  • 170
  • 171
  • 172
  • 173
  • 174
  • 175
  • 176
  • 177
  • 178
  • 179
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By