• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

მაისი 26, 2014

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

"26 მაისი - თავისუფლების, ეროვნული ღირსებისა და ერთიანობის სიმბოლოა თითოეული ქართველისთვის. მრავალი საფრთხის მიუხედავად, 1918 წლის 26 მაისს დაფუძნებული და წლების შემდეგ, აღორძინებული დემოკრატიული ქართული სახელმწიფო იმდენად მტკიცე საძირკველს ეყრდნობა, რომ მის შერყევას ვერავინ შეძლებს, ამის გარანტი ვართ ჩვენ - საქართველოს მოქალაქენი. გილოცავთ ქართველნო, ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, გისურვებთ ბედნიერებასა და ქვეყნის წინსვლას" - მამუკა ქარდავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

მაისი 22, 2014

ენტეროვირუსული მენინგიტის პრევენცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით ენტეროვირუსული მენინგიტის გახშირებული შემთხვევის გამო ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთინების ბაგა-ბაღებში 22-27 მაისამდე შეწყდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. ჯანდაცვის ცენტრი განათლების რესურსცენტრისა და სკოლამდელი გაერთიანების ხელმძღვანელებს აძლევს რეკომენდაციას სკოლებში და საბავშვო ბაგა-ბაღებში ჩაატარონ სანიტარულ-სადეზინფექციო ღონისძიებები და 22- 23 მაისი გამოცხადდეს შესაბამის დაწესებულებებში გაძლიერებული სანიტარული დამუშავებისა და დასუფთავების დღედ. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვირუსული მენინგიტით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მაისი 22, 2014

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პროგრამა

13:00 სთ - ბილიარდის ტურნირი მუნიციპალიტეტის პირველობაზე - ფინალური მატჩი (საბილიარდე კლუბი „ბასა“);

14:00 სთ - ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში - მატჩი მესამე ადგილისთვის (ქ. ხობის ცენტრალური სტადიონი);

16:00 სთ - ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში - ფინალური მატჩი (ქ. ხობის ცენტრალური სტადიონი);

18:00 სთ - კლასიკური მუსიკის კონცერტი (ხობი კულტურის სახლის დიდი დარბაზი).

მაისი 19, 2014

საკრებულოს სხდომის ანგარიში

19 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი საკრებულოს  სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეები. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც ქალაქ ხობში ცოტნე დადიანის ქ. N189-ში მდებარე შენობის 3 კვმ იჯარის წესით, ნბანკომატის განსათავსებლად გადაეცა სს „ლიბერთი ბანკის“ ხობის ფილიალს. ფოთისა და ხობის ეპარქიის მოთხოვნის საფუძველზე შავღელის ტერიტორიაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით გადაეცა ეპარქიას ეკლესიის ასაშენებლად. საკრებულოს გადაწყვეტილებით  ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის თემში მცხოვრებ ლილუშა ბერაიას საცხოვრებელი სახლის ტერიტორია გამოცხადდა არაკეთილსაიმედო პუნქტად, ცოფით მსხვილფეხა პირუტყვის დასნებოვნების გამო და ადგილობრივი თვითმართველობის სამსახურებს დაევალათ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. სხდომაზე დეპუტატებმა შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“  საწესდებო კაპიტალში შეიტანეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული წყლის შადრევნები, ე.წ. სოკო. ამავე სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სარგებლობის უფლებით გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი მასზე მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

მაისი 19, 2014

ბიუროს სხდომა

2014 წლის 19 მაისის გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: 

1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის (N39 07.04.2014) განცხადების განხილვა (ფრაქციის შემადგენლობაში ცვლილების თაობაზე)
(მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

2. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მ. გულუა 2014 წლის 28 აპრილის N268 წერილის განხილვა (ჭალადიდის თემში მცხოვრებ ლილუშა ბერაიას საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე ცოფის სალიკვიდაციოდ, შეზღუდვის დაწესების თაობაზე)
(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 13 მაისის N06/682 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ბ. ბერაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 13 მაისის N06/692 წერილის განხილვა („შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 28 თებერვლის N88 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ბ. ბერაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის მ/შ ე. კვიკვინიას 2014 წლის 16 მაისის N191 წერილის განხილვა (გაერთიანების წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე)
(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

მაისი 18, 2014

ჰავაის ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი ხობში ჩამობრძანდა

2006 წლის ოქტომბერში, ჰავაის კუნძულებზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში ვარდის საოცარი სურნელება იგრძნეს. მიყვნენ სურნელებას და წიგნის თაროზე, სულ მაღლა, აღმოაჩინეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ფოტოასლი, რომელსაც იქაურობა მირონით დაესველებინა. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მონრეალის მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ფოტოპირია, რომელიც მისი მცველის, იოსებ მუნიოს კორტესის სასტიკი რიტუალური მკვლელობის შემდეგ უკვალოდ გაქრა. ისიც სწორედ ასე, თავის მცველთან ერთად მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში და განსაცდელში მყოფთ ნუგეშად ევლინებოდა. ხატმა უამრავი სასწაული აღასრულა: ბრმებს თვალისჩინი დაუბრუნა, მრავალი სნეული განკურნა, მათ შორის, სიმსივნით დაავადებულნიც. . . ნექტარიოსმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ფოტოასლი მართლმადიდებლურ ტაძარში წააბრძანა და მამა ანატოლის გადასცა. მოძღვარმა პარაკლისი გადაიხადა, რომლის დროსაც კიდევ უფრო გაძლიერდა მირონდენა. ნექტარიოსმა და მისმა ოჯახის წევრებმა, რომელთაც შიში და კრძალვა მორეოდათ, გადაწყვიტეს, ეს ხატი ეკლესიისათვის მიენდოთ და იგი სან-ფრანცისკოს საეპისკოპოსო ტაძარში მთავარეპისკოპოსს დაუტოვეს. მაგრამ 6 თვის შემდეგ მისგან შემდეგი შინაარსის შეტყობინება მიიღეს: წმინდა სინოდის განჩინებით, ხატი მათთან უნდა დაბრუნებულიყო, ნექტარიოსი მისი მცველი უნდა გამხდარიყო და ხატს მთელი მსოფლიო უნდა მოევლო.
ასეც მოხდა: ხატმა მოიარა უამრავი ქვეყანა...და 6 მაისს, საქართველოშიც ინება ჩამობრძანება. დიახ, ინება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თვითონ წყვეტს, სად უნდა წავიდეს. ამიტომაც ზუსტი განრიგის შედგენა ჭირს. უკვე ბრძანდებოდა ქაშუეთში, სვეტიცხოველში, ალავერდში, ბოდბეში... ხატმა ასევე მოიარა საქართველოს ეპარქიები. 
ხობის მონასტერში ლოცვა გაძლიერდა, რათა დედას ღვთისას ენებებინა ტაძარში მობრძანება და 18 მაისს ჰავაისად წოდებული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატმა ისურვა ტაძარში დაბრძანება და ამით მორწმუნე მრევლი დიდ მადლს აზიარა. რამოდენიმე საათში კეთილსურნელებით აღსავსე მირონმდინარე ხატი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში გადააბრძანეს.
ხატი საქართველოში 23 მაისამდე დარჩება და კვლავ ჰავაის კუნძულებს დაუბრუნდება.

მაისი 14, 2014

მუნიციპალიტეტის პირველობამ ფეხბურთში სტარტი აიღო

24 აპრილს სტარტი აიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ფეხბურთში, რომელშიც 22 თემისა და სოფლის გუნდი იღებს მონაწილეობას. ტურნირი ტარდება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით. თამაშები მიმდინარეობს შუა ხორგის, ხეთის, საჯიჯაოსა და ხობის მოედნებზე. ფინალური მატჩი გაიმართება 26 მაისს ხობის ცენტრალურ სტადიონზე.

მაისი 14, 2014

თეიმურაზ კვიკვინიამ ჭადრაკში 8-წლის ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონობა შეინარჩუნა

ქ.მარნეულში 12 მაისს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, სადაც თეიმურაზ კვიკვინიამ 8-წლის ჭაბუკთა შორის 8,5 ქულით საქართველოს ჩემპიონობა შეინარჩუნა და ბათუმში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე დაფინანსება მოიპოვა. ხოლო საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში მესამე ადგილი ლუკა შამუგიას ერგო. გამარჯვებულები თასებით, მედლებითა დადიპლომებით დაჯილდოვდნენ.

მაისი 14, 2014

ხობელმა მოჭიდავემ ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა

ბულგარეთის ქ. სამოკოვოში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. ქართველმა ნორჩმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალი და მესამე ადგილის მფლობელი გახდა ხობელი ნუგზარ წურწუმია (42 კგ წონითი კატეგორია).
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ჭაბუკ მოჭიდავეს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალ ასპარეზობებზე.

მაისი 14, 2014

გილოცავთ თამარობას

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ თამარობას, წმინდა თამარი იყოს მფარველი თითოეული თქვენგანის და სრულიად საქართველოსი.

მაისი 9, 2014

ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი

9 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ხეთის მხარეთმცოდნეობისა და დიდების მუზეუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს და სანთლები აანთეს შინმოუსვლელთა საფლავებზე. საზეიმო შეხვედრაზე ვეტერანებს მიესალმა სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე ხვიჩა ჟიშკარიანი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ ჯობავა. ადგილობრივ ხელისუფლებას მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და წარსული დღეები გაიხსენა საქართველოს ვეტერანთა ხობის რაიონული საბჭოს თავმჯდომარემ ალიოშა ცხადაიამ და ვეტერანმა ოთარ ჩოკორაიამ. ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი ზ. ცხადაია) შეხვედრაზე წარმოადგინეს უკვე რელიქვიად ქცეული სამკუთხა ბარათები და კიდევ ერთხელ შეახსენეს დამსწრე საზოგადოებას ომის ტკივილიანი დღეები. დასასრულს ბავშვებმა სიმბოლურად სამკუთხა ფურცლებზე დაწერილი მადლობის სიგელები გადასცეს ვეტერანებს. 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ყველა ვეტერანს ომში გამარჯვების 69-ე წლისთავს და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს თითოეულ მათგანს.

მაისი 6, 2014

ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონიძიების პროგრამა

11:00 ომის ვეტერანების, მოწვეული სტუმრებისა და მონაწილე კოლექტივების გასვლა ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

11:30 ომში დაღუპულთა საფლავების გვირგვინით შემკობა (ხეთა)
12:00 ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ( ხეთა)
13:00 ლანჩი

მაისი 6, 2014

გიორგობას გილოცავთ

6 მაისს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს და წმ. გიორგის მფარველობას გისურვებთ.

 

მაისი 6, 2014

ერთჯერადი ფულადი დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისათვის

ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებზე (ოთარ კობახიძე, ჟორჟი ბუკია, კაპიტონ ცხადაია, ალექსანდრე ცხადაია, ბოჩო გვაზავა, აკაკი ნაროუშვილი, გრიგოლ ლეფსაია, დავით ბერიშვილი, უშანგი შელია, ვალიკო ჭითანავა, ოთარ ჩოკორაია, სერაპიონ ჯაკონია, კარლო ლატარია, შალვა ჭანტურია, შოთა უფლისაშვილი, შალვა ჯავახიშვილი) გაიცა ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარის ოდენობით.

მაისი 5, 2014

ხობის ,,კოლხეთი" თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა

5 მაისს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის ,,კოლხეთი" და თბილისის „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

  • <<
  • <
  • ...
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • 165
  • 166
  • 167
  • 168
  • 169
  • 170
  • 171
  • 172
  • 173
  • 174
  • 175
  • 176
  • 177
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By