27 თებერვალს ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და შსს ხობის რაიონული სამმართველოს მხარაჭერით დაიწყო მარათონი სპორტის სხვადასხვა სახეობაში არასრულწლოვანთა შორის, ჯანსაღი წესის პროპაგანდის ფარგლებში, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, რომელიც 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. სპორტულ მარათონში ჩართულია ხობის მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლა. მარათონის სპორტულ დევიზს წარმოადგენს „ნუ იქნები თამბაქოს ტყვე“ და „ჯანმრთელობა ყველაფერი არაა, მაგრამ ყველაფერი ჯანმართელობის გარეშე არაფერია“. დღეს პირველ ეტაპზე ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა შეჯიბრი კალათბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 14 სკოლის 9 ვაჟთა და 4 გოგონათა გუნდმა. დღევანდელი სპორტული შეჯიბრის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 28 თებერვალს დაგეგმილ ფინალურ მატჩზე.