• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

ნოემბერი 12, 2014

კომისიებზე მოსმენილ იქნა იურიდიული პირების 9 თვის ანგარიშები

12 ნოემბერს საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო და სოციალურ საკითხთა კომისიებზე მოსმენილ იქნა საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების: ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის მიერ 9 თვეში გაწეული მუშაობის ანგარიშები. ცენტრის დირექტორების მიერ ანგარიშების წარმოდგენის შემდეგ კომისიის მიერ შესაბამისი შეფასებები მიეცა მათ მიერ გაწეულ მუშაობას.

ნოემბერი 10, 2014

ბანკირის დღე დასუფთავების მასშტაბური აქციით აღინიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო ასოციაციისა და მოქმედი კომერციული ბანკების თანამშრომლებმა პროფესიულ დღეს დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, კახეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, გურია, მცხეთა-მთიანეთი) მიმდინარეობდა და მასში სექტორის 2000 - მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. 
დასუფთავების აქციას ხობის მუნიციპალიტეტის საბანკო სექტორის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. მათ დაასუფთავეს ქალაქის სკვერი და მიმდებარე ტერიტორია.
ბანკირის პროფესიული დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. ბანკირის დღე დაწესდა პირველი ქართული ბანკის - „სათავადაზნაურო ბანკის" დაარსების 140 წლისთავისა და 8 ნოემბერს მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის ილია ჭავჭავაძის დაბადების 177-ე წლისთავთან დაკავშირებით

ნოემბერი 10, 2014

ქართული ყველის ფესტივალი 2014

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის ორგანიზებით, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ უკვე ტრადიციად ქცეული ყოველწლიური ყველის ფესტივალი გაიმართა.
ღინისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის თავმჯდომარემ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ გახსნეს.
წლევანდელ ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი იყო 60-მდე სახეობის ყველი, მათ შორის: დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი, თაფლში და ღვინიში დავარგებული ყველი, პარმეზანი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, ბეშუმური, ჭაჭამოდებული, თხის ყველი და სხვა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული ბრენდირებული ყველის ანალოგები. 
2014 წლის ყველის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო უძველესი რეცეპტების მიხედვით აღდგენილი 2 სახეობის ახალი ყველი - აჭარული ,,შუშველა“ და ციკნის ფაშვში დავარგებული მესხური ყველი. ყველის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ სხვადასხვა სახეობის ყველი, მონაწილეობა მიეღოთ ყველის დამზადების პროცესში და თვალი ედევნებინათ ოსტატების მიერ ელარჯისა და თაშმაჯაბის დამზადების პროცესისთვის.
ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო საქართველოში ყველის წარმოებასთან დაკავშირებული ისტორიული არტეფაქტების მინაბაძების გამოფენა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ უკვე დაპატენტებული 14 სახეობის ყველის, ასევე ახლო მომავალში დასაპატენტებელი ყველისა და ღვინის ნიმუშებს. 
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კონკურსიც, სადაც წლის ყველის მწარმოებელი და ხალხის რჩეული ყველი გამოვლინდა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კონკურსი, სადაც 8 კატეგორიაში 12 გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. მათ შორის კატეგორიაში ყველაზე ორიგინალური გაფორმება სამეგრელო-ზემო სვანეთის სტენდმა მოიპოვა. სადაც ხობის მუნიციპალიტეტიც იყო წარმოჩენილი. ორიგინალურად და საინტერესოდ გაფორმებულ ხობის კუთხეს უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობდა.
ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებების გამართვა საქართველოს რეგიონებში იგეგმება.ყველის მწარმოებელთა გილდიის ინიციატივით, მომავალ წელს ყველის ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებების გამართვა საქართველოს რეგიონებში იგეგმება.

ნოემბერი 6, 2014

შემოდგომის ფესტივალი ბაღებში

ნოემბერი 5, 2014

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო

5 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო. აღწერის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 19 ნოემბერს დასრულდება.
სპეციალურად ამ მიზნისათვის მომზადებული 10 ათასამდე აღმწერი მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოივლიან მათ სამოქმედო ტეროტორიაზე არსებულ ყველა საცხოვრისს და მათში მცხოვრები შინამეურნეობის ერთი ან რამდენიმე სრულწლოვანი წევრის გამოკითხვის გზით, სპეციალური კითხვარების მეშვეობით მიიღებენ ინფორმაციას შინამეურნეობისა და მის შემადგენლობაში მყოფი თითოეული წევრის შესახებ.

ნოემბერი 4, 2014

ხობის „კოლხეთმა“ თერჯოლის „საპოვნელას“ უმასპინძლა

4 ნოემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მეთორმეტე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და თერჯოლის „საპოვნელა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
ხობელთა რიგებიდან გოლი გაიტანეს ირაკლი გერგაიამ და ირაკლი ქობალიამ.

ნოემბერი 4, 2014

შემოდგომის ზეიმი საბავშვო ბაღებში გრძელდება

ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში შემოდგომის ფესტივალი გრძელდება, 4 ნოემბერს ქ. ხობის №3, თორსისა და ზემო ქვალონის საბავშვო ბაღებში ორიგინალურ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა შემოდგომის თემატიკაზე საინტერესო ნომრები წარმოადგინეს. ღონისძიებაზე შესრულდა ლექსები, სიმღერები ასევე სხვა და სხვა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრები. 
ზეიმს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ფრაქცია"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.

ნოემბერი 3, 2014

ხობელი მძლეოსნების წარმატება

1 ნოემბერს ქალაქ მარტვილში გაიმართა რეგიონალური ტურნირი მძლეოსნობაში მაია აზარაშვილის თასზე. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოწვეულ სპორტსმენებთან ერთდ ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მძლეოსნობის ჯგუფის ნაკრებმა გუნდმაც მიიღო მონაწილეობა (მწვრთნელ-მასწავლებელი ინდირა გრიგოლიანცი).
შეჯიბრი ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა ხობელი მძლეოსნებისთვის:
2000 მეტრ გარბენში I ადგილი დაიკავა გოგა ცხადაიამ.
600 მეტრ გარბენში II ადგილის მფლობელი გრიგოლ ახალაია გახდა, ხოლო 1000 მეტრ გარბენში III ადგილს მარიამ ჩხენკელი დასჯერდა .
რაც შეეხება გუნდურ შეჯიბრს, მონაწილე რვა გუნდს შორის განათლების ცენტრის გუნდმა III ადგილი დაიკავა.
ტურნირის დასასრულს გამარჯვებულები დიპლომებით, მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ნოემბერი 2, 2014

ქ.ფოთის საკათედრო ტაძარში კოლხეთის ღვთისმშობლის წმინდა ხატისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა აღევლინა

ქ.ფოთის საკათედრო ტაძარში კოლხეთის ღვთისმშობლის წმინდა ხატისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აღავლინა, რომელსაც სასულიერო პირებთან ერთად ქ. ფოთის მერი, საკრებულოს თავჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები: საკრებულოს თავჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა.

ოქტომბერი 31, 2014

პროექტ „სიბრძნის საგანძურის“ პრეზენტაცია თორსა-დღვაბაში

31 ოქტომბერს თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის ბიბლიოთეკაში პროექტ „სიბრძნის საგანძურის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და გაეროს ერთობლივი პროგრამით, სოფლის მოსახლეობის ჩართულობითა და ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით დაფინანსდა და განხორციელდა. პროექტის პრეზენტაციას, რომელსაც ბიბლიოთეკის სპეციალისტი გ. კიკალეიშვილი უძღვებოდა, პროექტის ორგანიზატორებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გ. ქაჯაია, გამგებლის მოადგილეები ვ. გაბედავა და მ. ჩოკორაია ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასასრულს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ლექსები, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი ისაუბრეს წიგნისა და ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე.
პროექტ „სიბრძნის საგანძურის“ მიზანია სოფელში არსებული ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია და თანამედროვე წიგნებითა და ტექნიკით აღჭურვა. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 6 634 ლარს, აქედან გაეროს განვითარების პროგრამიდან დაიხარჯა 5 917 ლარი, სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სურვილით გაიღო 212 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტს გამოეყო თანხა 505 ლარის ოდენობით.

ოქტომბერი 31, 2014

ჯვრის ქვესადგურისა და ეგხ-ების მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია

2014 წლის 31 ოქტომბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა 500/220 კვ ჯვრის ქვესადგურისა და ეგხ-ების მშენებლობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროექტის პრეზენტაცია საჯარო განხილვისთვის, რომელიც მომზადებულია ფონდი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის“ მიერ.
პროექტი წარმოადგინა „ენერგოტრანსი“-ს ტექნიკურმა დირექტორმა ჯემალ ახალაიამ, გარემოს დაცვის სპეციალისტმა ანდრო ხეთაგურმა, გარემოს დაცვის ექსპერტმა ირაკლი კაკილაძემ და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.
ამჟამად არსებული მაღალი ძაბვის ხაზის ქსელის მოდერნიზაცია და ახლის მშენებლობა საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად მთავრობამ გადაწყვიტა გააუმჯობესოს ელექტროგადამცემი ხაზების ქსელი დღევანდელი მოთხოვნების და საექსპორტო პოტენციალის საჭიროების შესაბამისად.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოს მთავრობის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), KfW_ს და EC(NIF)- ის მხარდაჭერით ახორციელებს ზემოთხსენებულ პროექტს, პროექტის ღირებულება შეადგენს 70 მლნ ევროს.
პროექტის განხორციელების გეგმა დააკმაყოფილებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
პროექტის შემადგენლობაში შედის ახალი 220 კვ ქვესადგურ „ჯვარიდან“ ახალ 220 კვ ქვესადგურ „ხორგა“-მდე 220 კვ ორჯაჭვა საჰაერო გადამცემი ხაზის მშენებლობა და აღჭურვა, რომლის საერთო სიგრძე იქნება 60 კმ.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია ქვესადგური „ხორგა“, რომლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და დამთავრდება 2016 წლის ივლისისთვის.
ქვესადგური აშენდება ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულის გაღმა ხორგის უბანში, დაახლოებით 13,5 ჰა ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ქვესადგურის ქონებრივი ღირებულება 30 მლნ ევრო იქნება, რაც ხობის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქვესადგურის მშენებლობაზე პერიოდულად დასაქმდება 200-მდე ადამიანი, რაშიც პრივილეგიებით ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს.
დაინტერესებულ ახალგაზრდებს ამ დარგში კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება ქვეკონტრაქტორი კომპანია.
პრეზენტაციას საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და სხვა ხელმძღვანელი პირები.

ოქტომბერი 31, 2014

შემოდგომის ზეიმი საბავშვო ბაღებში

ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში უკვე ტრადიციად ქცეული შემოდგომის ზეიმი იმართება. 30 ოქტომბერს ქ. ხობის N2 საბავშვო ბაღში, ხოლო 31 ოქტომბერს ზუბისა და ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღებში გამორჩეულად ლამაზ და ორიგინალურ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა მაყურებელს სხვადასხვა ნომრები წარუდგინეს, მათი შესრულებით ლექსებს სიმღერები და ცეკვები ენაცვლებოდა. პატარებს სხვადასხვა ნომრების შესრულებაში პარტნიორობას აღმზრდელები და მშობლები უწევდნენ, რაც ზეიმს უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდიდა.
ზეიმის დასასრულს ყველა მონაწილეს შემოდგომის ნობათი გადაეცა საჩუქრად.
ზეიმს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

ოქტომბერი 30, 2014

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ანგარიში

2014 წლის 30 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თამჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები.

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პირველ საკითხად ცნობად იქნა მიღებული „ფრაქცია „ხობი“-ს რეგისტრაციის შესახებ“ განკარგულების პროექტი (მომხს. ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე). სხდომაზე მეორე საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებ“  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი, რომელიც წარმოადგინა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დ. ჭოჭუამ. ბიუჯეტის ცვლილების შესაბამისად ცვლილებები განხორციელდა შესყიდვების გეგმაშიც. შემდეგ საკითხად განხილული იქნა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ და „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“  დადგენილების პროექტები, რომლებიც წარმოადგინა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზ. ბუკიამ. დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა დანარჩენი საკითხების განხილვისას მოსმენილ იქნა ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გ. სიჭინავას ინფორმაცია მოსახლეობისგან გამოთქმული პრეტენზიების შესახებ, რომელიც შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სავაჭრო და კვების ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ანტისანიტარიას,  ხშირ შემთხვევაში კი ამ კუთხით გაუსაძლისი პირობების არსებობას. ზემოთხსენებული ინფორმაციიდან გამომდინარე საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია მიემართოს გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის  სამსახურის ზედამხედველობის განყოფილებას,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მშენებლობის ნებართვით და ნებართვის გარეშე აშენებული და ფუნქციონირებადი სავაჭრო და კვების ობიექტებზე ინფორმაციის საკრებულოსთვის მიწოდების თაობაზე და ამ პრობლემის კონტროლზე აყვანა, რათა ხელი არ შეეშალოს კანონის ფარგლებში ფუნქციონირებად კერძო ბიზნესს. ამასთან ეთხოვოს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ხობის სამსახურს, ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და შპს „ხობი დასუფთავება და განათება“-ს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის განხორციელება ზემოთაღნიშნულ ფაქტებზე. დასასრულს მოსმენილ იქნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ დირექტორის როსტომ გამისონიას ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სხვადასხვა პროექტების შესახებ, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას წყლის, ეკოლოგიური სანიტარიის და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მნიშვნელობაზე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის. რ. გამისონიას მხრიდან, მეტი თვალსაჩინოებისთვის, გაიმართა ვიდეო პრეზენტაცია ხობის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების კერძოდ: წყალი და ეკო-სანიტარია, უსაფრთხო წყალი, ეკო-სანიტარია და ეკო-მშრალი ტუალეტები საბავშვო ბაღებისათვის, ხილისა და ბოსტნეულის მზის საშრობები, ენერგო-ეფექტური ღუმელები და სხვა. მომხსენებელმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საკრებულოსა და ზემოთ ხსენებული ორგანიზაციის ერთობლივ თანამშრომლობას ახალ-ახალი პროგრამების შესამუშავებლად, რომლის განხორციელებითაც ხობის მუნიციპალიტეტს ექმნება პერსპექტივა გახდეს სანიმუშო  მთელს რეგიონში. საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ თავის მხრიდან დაინტერესება გამოხატა წარმოდგენილ პროექტებთან მიმართებაში და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით სრული მზადყოფნა გამოთქვა მათი განხორციელების პროცესში თანამონაწილეობაზე.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დასრულების შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.

ოქტომბერი 30, 2014

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა

29 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტაციაში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდა და  სხდომაში მონაწილეობდნენ თვითმმართველი ერთეულების საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მ. ქარდავა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გ. ქაჯაია.

სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტაციაში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

(მომხსენებელი: ლ. შონია - სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი)

 2. რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს გაცნობა.

(მომხსენებელი: გ. წაქაძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი)

თანამომხსენებელი:  ო. კონჯარია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და და დეცენტრალიზაციის სამმართველოს უფროსი)

 3. რეგიონული განვითარების სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფების ფორმირება (დამტკიცება)

(მომხსენებელი: ლ. შონია - სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი)

ოქტომბერი 29, 2014

ტრენინგი ებოლას ვირუსის პრევენციისთვის

29 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ეპიდემიოლოგებმა ნ. ოდიშარიამ, თ. აბსანძემ და მ. ჩილაჩავამ ებოლაზე, როგორც ჰემორაგიულ ცხელებაზე რეაგირებისა და მზადყოფნის ტრენინგი ჩაატარეს.    ეპიდემიოლოგებმა მსმენელებს გააცნეს პირადი დაცვის აღჭურვილობის ტექნიკის წესები. დასასრულს ნაჩვენები იყო ვიდეოლექციები ებოლას ეპიდემიოლოგიის, კლინიკისა და მკურნალობის შესახებ.

მცირე რამ ებოლას შესახებ: ებოლა წარმოადგენს ჰემორაგიულ ცხელებას. ის იშვიათი დაავადებაა, თუმცა ხასიათდება მაღალი სიკვდილიანობით (დაავადებულთა 90%-ზე მეტი დაიღუპა). ვირუსით ავადდებიან ადამიანები, ზოგიერთი პრიმატები და წყვილჩლიქოსნები.

მისი მკურნალობის მეთოდი და ვაქცინა არ არსებობს.დასავლეთ აფრიკაში ეპიდემიის დაწყებისთანავე აშშ-მა კანადურ ფარმაცევტულ კომპანიას ებოლას ცხელების ვაქცინის ადამიანზე შეზღუდული გამოცდის უფლება მისცა. ამერიკის ხელისუფლების დაფინანსებით შექმნილი ვაქცინა უკვე წარმატებით გამოცადეს მაიმუნებზე.

პირველად ვირუსი დაფიქსირდა 1976 წელს ეკვატორულ სუდანსა და ზაირში. სუდანში დაინფიცირებული 284 ადამიანიდან დაიღუპა 151, ზაირში კი 318 დაავადებულიდან 280 გარდაიცვალა. ვირუსის პირველი იდენტიფიცირება მოხდა ზაირში მდინარე ებოლას ხეობაში, საიდანაც გაჩნდა ვირუსის სახელწოდება.

ვირუსი ვრცელდება ლორწოვანი გარსით და კანის მიკროდაზიანებებით. კანადელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტებით დაადასტურეს, რომ ვირუსი შესაძლებელია კონტაქტის გარეშეც გადაეცეს.

დაკრძალვის რიტუალები, რომლის დროსაც ჭირისუფლებს აქვთ კონტაქტი დაღუპულის სხეულთან, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა. დაღუპულის ორგანიზმიდან ვირუსი 3 კვირის განმავლობაში გამოიყოფა.

დაფიქსირებულია ვირუსის გავრცელება გორილებიდან, შიმპანზეებიდან და დუკერებიდან (აფრიკული წყვილჩლიქოსანი ცხოველი). ვირუსის გავრცელების ბუნებრივ არეალად ითვლება ეკვატორული აფრიკის ჯუნგლები.

ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 2-დან 21 დღემდე გრძელდება

დაავადების განსხვავებული სიმძიმე და სიკვდილიანობის განსხვავებული სტატისტიკა გამოწვეულია ვირუსის სხვადასხვა შტამებით (ქვესახეობებით). ებოლას ვირუსი იყოფა 5 ქვესახეობად: სუდანის, ზაირის, ტაის ტყის (კოტ-დივუარის), რესტონის და ბუნდიბუგიოს. ადამიანისათვის საშიში 4 ქვესახეობაა. ებოლას რესტონული ვირუსით დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ტაის ტყის და რესტონის ებოლას ვირუსები შედარებით იშვიათია.

დაავადების სიმპტომებია თავის, კუნთებისა და მუცლის ძლიერი ტკივილები, დიარეა და ანგინა. მოგვიანებით ჩნდება მშრალი ხველება, მჩხვლეტავი ტკივილები მკერდში და დეჰიდრატაცია. ვირუსი იწვევს სისხლის შემადგენლობის შეცვლას - იწყება ანემია, ლეიკოციტებისა და ტრომბოციტების მკვეთრი შემცირება. შედეგად იშლება სისხლის შედედების ფუნქცია, ზიანდება სისხლძარღვები და იწყება სისხლდენები. სიკვდილი დგება დაავადების მეორე კვირას სისხლდენებისა და შოკის შედეგად.

  • <<
  • <
  • ...
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • 165
  • 166
  • 167
  • 168
  • 169
  • 170
  • 171
  • 172
  • 173
  • 174
  • 175
  • 176
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By