საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში თვითმმართველმა ქალაქებმა და მუნიციპალიტეტის გამგეობებმა ძალიან კარგად იმუშავეს და მათთვის გამოყოფილი თანხები ეფექტურად აითვისეს. „სამეგრელოს მუნიციპალიტეტსა და ზემო სვანეთში 100%-იანი ათვისება აქვს ხობის მუნიციპალიტეტს, ასევე სენაკს, აბაშას და ზუგდიდს, იგივეა გურიაში, ჩოხატაურში“ - განაცხადა პრემიერმა და გუბერნატორებს და გამგებლებს მეტი ინიციატივებისკენ მოუწოდა.