• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

აგვისტო 12, 2014

ცოტნეობა – სახალხო დღესაწაული ხობში

12 აგვისტოს ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ხობისა და ფოთის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსთან ერთად, წმინდა ცოტნე აღმსარებლის მოსახსენიებელი წირვა აღავლინა.

წირვას ესწრებოდნენ: გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ლევან  შონია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აგვისტო 11, 2014

საკრებულოს ბიუროს სხდომის ანგარიში

11 აგვისტოს გამართულ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განხილულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განცხადებები დამსახურებული ექიმის ლუთინი ქავთარაძისა და ღვაწლმოსილი განათლების მუშაკის შალვა ხარებავასთვის ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. რაზედაც „ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N29 დადგენილების შესაბამისად ბიურომ მიიღო რეკომენდაცია ლუთინი ქავთარაძისთვის ჯანმრთელობის სფეროში გაწეული ღვაწლის, ხოლო შალვა ხარებავასთვის განათლების სფეროში შეტანილი წვლილისა და თითოეულისთვის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულზე წერილობით ეცნობა მუნიციპალიტეტის გამგეობას,  საკრებულოს მიერ მიღებული წესის შესაბამისად, ბიუროს რეკომენდაციით გამგებლის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემის მიზნით.

აგვისტო 11, 2014

საეკლესიო-სახალხო დღესასწაული „ცოტნეობის“ პროგრამა

აგვისტო 8, 2014

8 აგვისტოს დაღუპულთა სხოვნისადმი მიძღვნილი სანთლების აქცია

2008 წლის 8  აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ხობელი გმირების  ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  21:00 საათზე სანთლების აქციით და 8 აგვისტოსთან დაკავშირებით ვიდეომასალის ჩვენებით დასრულდა. 

აგვისტო 8, 2014

გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის ტურნირი დასრულდა

დღეს, 8 აგვისტოს ხეთის მინისტადიონზე გაიმართა უკვე ტრადიციად ქცეული 2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგიკულად დაღუპული გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის ტურნირის ფინალური მატჩი მინიფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ წინაგოლისა და ხეთის (ცენტრის) გუნდები, შეხვედრა ხეთის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი პირველი მაისის გუნდი გახდა. გამარჯვებულ გუნდს სპეციალური თასი, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს სიგელები და სპეციალური პრიზები გადაეცათ. ფინალურ მატჩს გ. ჭითანავასა და ლ. ტურავას ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აგვისტო 8, 2014

საკრებულოს სხდომის ანგარიში

2014 წლის 8 აგვისტოს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა სხდომის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

სხდომის დღის წესრიგი:

 1. „ფრაქცია „ხობის“ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

2. „მალხაზ ყურუას უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

3. „გიორგი ხურცილავას უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

4. „ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

 5. „ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღების შესახებ და ამავე ჯილდოს მინიჭებისა და გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

6. „ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს მფლობელის გამოსავლენი და სარეკომენდაციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  განკარგულების  პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

7. „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი)

 8. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 28 ივლისოს N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

 9. „ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ქუჩებზე განთავსებული ობიექტების ნუმერაციის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

 სხდომაზე დღის წესრიგით განსახილველად წარმოდგენილი საკითხები, საკრებულოს წევრების მხრიდან, მნიშვნელოვანი შენიშვნების გარეშე, ერთხმად იქნა მხარდაჭერილი. საკრებულოს გადაწყვეტილებით ხობის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნა ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდო და დამტკიცდა ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს მინიჭებისა და გადაცემის შესახებ დებულება, რომლის თანახმადაც ჯილდო გაიცემა წელიწადში ერთხელ კულტურის, განათლების, სპორტის, ხელოვნების, ჯანმრთელობის დაცვისა და მეცნიერების სფეროში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისათვის, ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული დამსახურებული საზოგადო მოღვაწეობისათვის. ჯილდო გაიცემა ფულადის სახით, პირველი ხარისხის ჯილდო განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ხარისხის ჯილდო - 300 ლარის ოდენობით. ამასთან განისაზღვრა ჯილდოს მფლობელის გამოსავლენი და სარეკომენდაციო კომისიის შემადგენლობაც. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ასევე დამტკიცდა ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი.  ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითების განხილვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარის მიერ სხდომა დახურულად გამოცხადდა.

აგვისტო 8, 2014

ომში დაღუპული გმირების ხსოვნა

8 აგვისტოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და ხობის საზოგადოებამ აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ხობელი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. ხსოვნის პატივსაცემად სიტყვით გამოვიდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და  გამგებელი გოჩა ქაჯაია,  მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა იაკობიმ. 8 აგვისტოს დაღუპულ ხობელ გმირებზე საკუთარი ლექსი წაიკითხა ქალბატონმა მერი აბრამიამ.

აგვისტო 8, 2014

ხობში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნება

2014 წლის 7 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა შეხვდა შპს „ Georgian Product Renessaince “ წარმომადგენლებს. მათი განმარტებით მიმდინარე წლის აგვისტოდან ქალაქ ხობში ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, გაიხსნება და ამოქმედდება თხილის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მზადაა 600-700 ტონა ნედლეულის გადასამუშავებლად. ქარხანა წლის განმავლობაში დაამზადებს 200-250 ტონა მზა პროდუქციას გატეხილი თხილის, დაქუცმაცებული და მოხალული თხილის სახით. ქარხანა ძირითადად იმუშავებს, როგორც ევროპის ბაზარზე, ასევე აუთვისებელ ბაზარზეც. ქარხანა არის საერთაშორისო ხარისხის „Aiso 22000:2005“ სერთიფიკატის მფლობელი. შეხვედრაზე  საკრებულოს თავმჯდომარე  ე. ჯობავამ ისაუბრა ახალი ქარხნის ამოქმედების დიდ მნიშვნელობაზე, როგორც ხობის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, ასევე ადამიანთა დასაქმების თვალსაზრისით. ქარხანაში დასაქმდება დაახლოებით 70-80 ადამიანი, სავარაუდოდ რეზერვით გათვალისწინებულია დამატებით 50 მუშა ხელი.  

აგვისტო 8, 2014

საკრებულოს კომისიების სხდომები

2014  წლის 7 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა  იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, სოციალურ საკითხთა, საფინანსო-სარევიზიო კომისიების გაერთიანებული  და სამანდატო-საპროცედურო კომისიის  სხდომები ბიუროს დღის წესრიგში შესატანი საკითხების წინასწარი განხილვის მიზნით. სხდომაზე განხილული საკითხების გარშემო მნიშვნელოვანი შენიშვნები არ გამოთქმულა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკითხების წარმოდგენილი სახით ბიუროზე  გასატანად.

აგვისტო 5, 2014

2008 წელს ომში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტების სახელობის ტურნირი

ხობის მუნიციპალიტეტში 4 აგვისტოს სტარტი აიღო 2008 წელს ომში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტების გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის ტურნირმა მინი ფეხბურთში. ტურნირის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები, მეგობრები, თანასოფლელები, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შავლეგ ბუკია. უკვე ტრადიციულად დამკვიდრებული ტურნირი ტარდება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით. ფინალური შეხვედრა გაიმართება 8 აგვისტოს ხეთის გოგა ჭითანავას სახელობის სტადიონზე.

აგვისტო 5, 2014

ჟურნალისტ გოგი ბუკიას სახელობის ტურნირი

5 აგვისტოს პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსებულ ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა ჟურნალისტ გოგი ბუკიას სახელობის ტურნირი ნარდში, რომელიც მიეძღვნა მისი დაბადებიდან 60 წლის იუბილეს. ტურნირში გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს ტრადიციულად ხობში დაგეგმილ მემორიალურ ღია საერთაშორისო ტურნირში.

 ტურნირის გახსნის ცერემონიას სოფლის მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ  საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია.

აგვისტო 5, 2014

შეხვედრა იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან

2014 წლის 5 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, 12 აგვისტოს დაგეგმილ „ცოტნეობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა. თათბირზე მოსმენილ იქნა გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის რ. შულაიას ინფორმაცია ჩასატარებელ ღონისძიებაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

საკრებულოს თავმჯდომარემ იურიდიული პირების ხელმძღვანელებს ღონისძიების ეფექტურად ჩატარებისთვის აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.

აგვისტო 5, 2014

ლელოს ტურნირმა სტარტი აიღო

საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კოალიცია „ქართული ოცნების“  ერთობლივი ინიციატივით  ჩამოყალიბდა საქართველოს ლელოს ფედერაცია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი თამაშის ლელოს აღორძინებას. ამ ინიციატივის ფარგლებში 4 აგვისტოს შუა ხორგაში სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის პირველობამ ლელო ბურთში, რომელშიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა გუნდები, რომლის ფინალი გაიმართება 12 აგვისტოს ხობის ცენტრალურ სტადიონზე.

ტურნირის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით კილასონია, ლელოს ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი, ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის წევრი სკოტ სარანი, საკრებულოს თავმჯდომარე, სამეგრელოს რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს სხვა წარმომადგენლები. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება ამ უძველესი ეროვნული თამაშის განვითარებისთვის, მზადდება პროექტი ლელოს კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში შესატანად.

აგვისტო 4, 2014

საკრებულოს თავმჯდომარის ოპერატიული თათბირი

2014 წლის 4 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლების ოპერატიული თათბირი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავა ხელმძღვანელობდა.

თათბირზე სხვადასხვა მიმდინარე საკითხების განხილვის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე ძირითადად შეეხო 2014 წლის 12 აგვისტოს დაგეგმილ „ცოტნეობის“ სახალხო დღესასწაულს. თათბირზე განხილულ იქნა დებულება ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს დაწესებასთან დაკავშირებით. საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ცოტნეობის“  დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენს მუნიციპალიტეტს ეწვევა არაერთი მაღალი რანგის  სტუმარი, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და კოლეგებს და აპარატის თანამშრომლებს ,,ცოტნეობასთან“ დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

ივლისი 31, 2014

პროექტი ,,ჩვენი ზაფხულის ხობი“

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი ,,ჩვენი ზაფხულის ხობი“, რომელიც აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში ქალაქ ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს საათებში სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები ტარდება. პროგრამაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონის სხვადასხვა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, იმართება პოეზიის საღამოები. ერთ-ერთ საღამოზე ხობელმა ახალგაზრდებმა გამარჯვება მიულოცეს მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჯონი ხეცურიანს და ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდს.

  • <<
  • <
  • ...
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • 165
  • 166
  • 167
  • 168
  • 169
  • 170
  • 171
  • 172
  • 173
  • 174
  • 175
  • 176
  • 177
  • 178
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By