2 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საფინანსო- სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ დაათვალიერეს შუა ხორგაში წყალმომარაგების განვითარებისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.