10 თებერვალს სტარტი აიღო 2008 წელს აგვისტოს ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, ხობის „კოლხეთის“ ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდისა და „თბილისის“ დინამოს ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდის წევრის დათა ხურცილავას სახელობის ტრადიციულმა რიგით მეშვიდე გათამაშებამ მინი ფეხბურთში. შეჯიბრში რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც გაერთიანებული არიან ორ ჯგუფში. ტურნირის გახსნას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია. შეჯიბრის ფინალური მატჩი გაიმართება 16 თებერვალს დათა ხურცილავას დაბადების დღეს.