• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

დეკემბერი 18, 2013

ინტელექტ-შოუ 2013

9-18 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტში „ინტელექტ-შოუ 2013“ ჩატარდა. ზონების მიხედვით ჩატარებულ პირველ ტურში გამოვლინდნენ ფინალში მონაწილე შემდეგი გუნდები: საჯიჯაოს „ოდაბადე“, პირველი მაისის „ჩხაია“, საგვიჩიოს „ამბიცია“, ზემო ქვალონის „ფლაგმანი“, ხობის „ფესვები“. შესარჩევ ტურში გამოვლინდა ყველაზე ინტელექტუალური ახალგაზრდული გუნდი თორსა-დღვაბის - „იმედი“, რომელმაც ჟიურის სიმპატია დაიმსახურა და გუნდმა უფლება მოიპოვა მოწვეულ სტუმრად ფინალში მიეღო მონაწილეობა.
ფინალში, დაძაბულ პაექრობაში მესამე ადგილი ერგო ხობის გუნდს - „ფესვები“, მეორე ადგილის მფლობელი გახდა ზემო ქვალონის გუნდი „ფლაგმანი“, ხოლო ტურნირის გამარჯვებული გახდა პირველი მაისის გუნდი „ჩხაია“, თორსა-დღვაბის გუნდ „იმედს“ ჟიურისგან სპეციალური პრიზი გადაეცა. გამარჯვებული გუნდების წევრები დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.

დეკემბერი 17, 2013

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ბარბარობას

მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით 17 დეკემბერს  ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ბარბარობას და წმინდა ქალწულის მფარველობას გისურვებთ.

დეკემბერი 17, 2013

მცირე მეწარმეების შეხვედრა REAP-ის კოორდინატორთან

17 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მხარდაჭერით საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) კოორდინატორი ნუგზარ ჯინჯიხაძე მუნიციპალიტეტის მცირე მეწარმეებს და ბისნესმენებს შეხვდა. კოორდინატორმა მეწარმეებს გააცნო პროექტი, ისაუბრა არსებულ მდგომარეობაზე და გააცნო მისი განვითარების პერსპექტივები, მისი განმარტებით პროექტი 19.5 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში ფინანსდებასამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და ხორციელდება კომპანია CINA-ს მხარდაჭერით.
შეხვედრის მიზანი იყო სოფლად შემოსავლებისა და დასაქმების გაზრდა, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვა, ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა და მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის რისკ-ფაქტორების შემცირება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მეწარმეებმა მომავალში ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

დეკემბერი 16, 2013

გენდერული თანასწორობის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობებში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის ორგანიზებით კახეთში სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში“ ჩატარდა ტრენინგი „გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანისმის განვითარება ადგილობრივ თვითმმართველობებში“.
ტრენინგის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობებში გენდერულ საკითხებში მრჩევლის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით ტრენინგში მონაწილეობდა საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი სანათა სიჭინავა.

დეკემბერი 10, 2013

ხობის ხარების სახელობის მონასტერში არქეოლოგიური გათხრები გრძელდება

ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი არქეოლოგიური კვლევების მიზნით გათხრებს აწარმოებს. გათხრებში მონაწილეობს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საქმეში-გოგიტა ჩიტაია. ტაძრის მთელ ტერიტორიაზე წლებია მიმდინარეობს კვლევა, რის შედეგად აღმოჩენილია ძველი კედლის ნარჩენები. სავარაუდოდ ძიების შედეგები მონასტრის ისტორიას კიდევ უფრო დააძველებს და  იმ ვარაუდს გაამართლებს, რომ ეს ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული.

დეკემბერი 6, 2013

ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის - პროექტის პრეზენტაცია

     6 დეკემბერს ასოციაცია  „ათინათმა“  მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში „ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და თემების წარმომადგენლებთან. პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის „გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში და  ორიენტირებულია ქალთა თანასწორობის ხელშეწყობაზე, მათ ეკონომიკურ და სამოქალაქო გააქტიურებასა და თემებში არსებულ სოციალურ და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე.

     შეხვედრაზე  ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა პირველი მაისის, ქვემო ქვალონისა და თორსა-დღვაბის თემებში გამოვლენილ პრობლემებზე წარმოადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს არსებულ  პრობლემებზე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით  და მომავალში ასოციასიასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. 

დეკემბერი 2, 2013

ხობის მუნიციპალიტეტში 14 წლამდე არასრულად იმუნიზირებულ პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს

საქართველოში წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის N1008 განკარგულების შესაბამისად მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაზუსტებულ იქნა 14 წლამდე ასაკის ბავშვების სახელობითი სია. ამ ეტაპზე წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინით აცრილია 127 ბავშვი. 
ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით პირველადი ჯანდაცვის რგოლები უზრუნველყოფილია საჭირო რაოდენობის ვაქცინით, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს აცრები, რომელიც 2013 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ნოემბერი 29, 2013

ხობის „კოლხეთის“ წარმატება

29 ნოემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი გაიმართა. სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები ხობის „კოლხეთი“ და ვანის „სულორი“ დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

ნოემბერი 29, 2013

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანია

25 ნოემბრიდან მსოფლიო აღნიშნავს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს. ნიშანდობლივია, რომ ამავე დღეს იწყება 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ ქალთა სოლიდარობის დემონსტრირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
1991 წლიდან ამ კამპანიაში ჩართულია 150-ზე მეტი ქვეყანა და 2800-ზე მეტი ორგანიზაცია. 2009 წლიდან აღნიშნული კამპანია ტარდება ხობის მუნიციპალიტეტშიც. იგი ხორციელდება ამომრჩეველ ქალთა ლიგის ხობის ორგანიზაციისა და სამეგრელოს გენდერული ქსელის (ხელმძღვანელი მ.შულაია) თაოსნობით. სხვადასხვა წლებში აქციებს განსხვავებული სლოგანი ჰქონდათ. წლევანდელი კამპანიის სლოგანი არის „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“. ხობის მუნიციპალიტეტის ბიის თემში აქციის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები, სადაც მონაწილეებს დაურიგდათ მაისურები, ფერადი ლენტები, ბროშურები და სხვა თვალსაჩინო მასალა ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით.

ნოემბერი 28, 2013

საკრებულოს სხდომის ანგარიში

28 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც  საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი პირები   და  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

    დღისწესრიგის დამტკიცების შემდეგ სხდომაზე პირველ საკითხად მოსმენილ იქნა  „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის  დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, რომელიც წარმოადგინა საკრებულოს თავმჯდომარემ მ.ქარდავამ.

საკითხმა პოლემიკა გამოიწვია. სხდომაზე მეორე საკითხად მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის 9 თვის შესრულების თაობაზე ანგარიში, რომელიც საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს.

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების თაობაზე საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტი წარმოადგინა საკრებულოს თავმჯდომარემ, იგი ერთხმად მოიწონეს დეპუტატებმა.

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის თემში მცხოვრებ ვიტალი ბარამიას, პირველი მაისის თემში მცხოვრებ მეგონა ბუსკანძის და  ნოჯიხევის თემში მცხოვრებ ევრიკო კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის ტერიტორია არაკეთილსაიმედო პუნქტად გამოცხადდა ცოფის პრევენციის მიზნით.

 სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დ. გერგაიამ სხდომაზე წარმოადგინა  მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების პროგრამის (კონცეფციის) შესახებ განკარგულების პროექტი, რომელსაც განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს გადაწყვეტილებით ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მიეცა თანხმობა.

სხდომაზე აგრეთვე მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ 2012 წელს გაწეული საქმიანობის აუდიტორული შემოწმების ანგარიში.

   ამ და სხვა  საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

ნოემბერი 28, 2013

ბიუროს სხდომა

28 ნოემბერს გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 9 სექტემბრის  N06/1204  წერილის განხილვა (ანგარიში ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ 2012 წელს გაწეული საქმიანობის აუდიტორული შემოწმების თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

  2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს  უფროსის მ/შ ზ. გულაიას 2013 წლის 21 ოქტომბრი N595 და 25 ოქტომბრის  N602 წერილების განხილვა (შუა ხორგის თემში მცხოვრებ ვიტალი ბარამიას და პირველი მაისის თემში მცხოვრებ მეგონა ბუსკანძეს საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე ცოფის სალიკვიდაციოდ,  შეზღუდვის დაწესების თაობაზე)

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს  უფროსის მ. გულუას 2013 წლის 8 ნოემბრის N647 წერილის განხილვა (ნოჯიხევის თემში მცხოვრებ ევრიკო კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე ცოფის სალიკვიდაციოდ,  შეზღუდვის დაწესების თაობაზე)

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 1 ნოემბრის  N06/1523  წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის   შესრულების ანგარიშის თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 7 ნოემბრის  N06/1553  წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ოქტომბრის   შესრულების ანგარიშის თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 15 ნოემბრის  N06/1607  წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტისა და პრიორიტეტებისა და პროგრამების დოკუმენტების პროექტების თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“  დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კ. კობახიძის 2013 წლის 30 სექტემბრის N152 წერილის განხილვა (ხობის ცენტრალურ სტადიონთან არსებული წყაროსთვის სახელის მინიჭების შესახებ)

(მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

8. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 26 ნომბრის  N06/1674  წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

 9. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 26 ნემბრის  N06/1685  წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების პროგრამის (კონცეფციის) შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე“).

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

10. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 26 ნემბრის  N06/1686  წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების თაობაზე საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

ნოემბერი 27, 2013

მე ვარსებობ, მე ვაზროვნებ, მე ვქმნი

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით 25 ნოემბერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში გაიმართა ლიტერატურული კონკურსი „მე ვარსებობ, მე ვაზროვნებ, მე ვქმნი“, რომელსაც უძღვებოდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ნანა ბუკია. ღონისძიება ითვალისწინებდა ახალგაზრდებში საუკეთესო ლექსის, მოთხრობის, ესესა და ლიტერატურული ჩანახატის ავტორების გამოვლენას, მათ მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას. მასში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მაშტაბით საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა. კონკურსს აფასებდა ჟიური, რომელმაც გამოავლინა შემდეგი გამარჯვებულები: 
საუკეთესო ლექსისთვის პირველი ადგილით დაჯილდოვდა თსუ-ს სტუდენტი -ლევან სიჭინავა.
მე-2 ადგილი დაიკავა გია გელაშვილმა ლექსით -„ამბიცია“.
საუკეთესო ესეს ავტორი გახდა ელისო ჭუმბურიძე ესეთი- „მწარე რეალობა“. 
მე-2 ადგილი გაიყვეს კონკურსანტებმა- მეგი ქარდავამ ესეთი -„იქ სადაც ტოლერანტობა სუფევს“, და მარიამ ქაჯაიამ ესეთი „გატაცება ერქვა, თორემ“...
სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლიდნენ გამარჯვებულები: თემურ ალანია- ტროპული მეტყველებისთვის, ბექა ჭითავა- ორიგინალური აზროვნებისთვის, ნანა მაშავა- სულიერი ღირებულებების წინ წამოწევისათვის, ველოდ შონია -ორიგინალური აზროვნებისთვის, გვანცა ცირდავა - ყველაზე ორიგინალურისთვის, რევაზ ქაშიბაძე -ქრისტიანული ხედვისთვის, გიორგი კემულარია - ლირიკულ-სენტიმენტალური აზროვნებისთვის, მერაბ და გულიკო ქვარცხავები - პატრიოტული სულისკვეთებისათვის, ნაზიკო ღურწკაია -რომანტიკული ხედვისთვის, ქრისტინე ჩაფიძე- ლამაზი ლექსისთვის, ჯენარ ლობჟანია --ყველაზე ნორჩი მონაწილისთვის, ნიკა ვადაქარია-ლირიკული ლექსისთვის, თამარ ლაშხია- იდილიურ-პასტორალური აზროვნებისთვის, დავით ბერაია და ხატია ხვიჩია -პატრიოტული აზროვნებისთვის. კონკურსანტები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ნოემბერი 26, 2013

ბილიარდის ტურნირი დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით 23 ნოემბერს კლუბ „ბასაში“ დასრულდა 2008 წელს აგვისტოს ომში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის თასის რიგით მეექვსე გათამაშება ბილიარდში. ერთკვირიან შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 32 მოთამაშემ. ტურნირის ბოლოს გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები: ყველაზე უხუცესი მონაწილის პრიზის მფლობელი ლადო ალანია გახდა; ყველაზე ახალგაზრდა მონაწილედ სანდრო ჩიტაია დასახელდა; პერსპექტიულ მოთამაშედ აღიარეს თემურ სირაძე. ტურნირზე მე-3 ადგილი მოიპოვა თემურ წურწუმიამ, მე-2 ადგილზე გავიდა გოჩა კიზირია, ტურნირის ღირსეული ჩემპიონი და მიხეილ იოსავას სახელობის თასის მფლობელი ლუკა ლოლუა გახდა, რომელსაც საჩუქრად გადაეცა ღვთისმშობლის ხატი და მიშიკო იოსავას ოჯახის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი.

ნოემბერი 21, 2013

მთავარანგელოზობას გილოცავთ

21 (8) ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზების  - მიქაელისა და გაბრიელის  დღესასწაულს აღნიშნავს.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ და მთავარანგელოზთა დასის მფარველობას გისურვებთ  უკუნისამდე!

ნოემბერი 20, 2013

რამაზ კიტიას სახელობის ტურნირის გამარჯვებული საფეხბურთო სკოლა გახდა

11-18 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპული რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წარმოება-დაწესებულებების პირველობა მინი-ფეხბურთში. ტურნირში 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და შპს „შარა-გზამშენის“, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდები. დაძაბული ბრძოლის შედეგად მე-3 ადგილის მფლობელი გახდა ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფეხბურთელთა გუნდი, მე-2 ადგილი დაიკავა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის გუნდმა, ხოლო პირველი ადგილის მფლობელი გახდა ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდი. ტურნირის ორგანიზატორებმა და დაღუპული გმირის დამ ეკა კიტიამ გამოავლინეს საუკეთესო მოთამაშეები: მეკარე - გია არჩილია; მცველი - ანატოლი ჩიტაია; ბომბარდირი - ნიკა ვეკუა; უხუცესი ფეხბურთელი - ფრიდონ გოცირიძე; თავდამსხმელი - შოთა მიქავა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ზურაბ ლატარია, ისინი სამახსოვრო პრიზებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის დასასრულს მონაწილეებმა მოინახულეს დაღუპული გმირის საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

  • <<
  • <
  • ...
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • 165
  • 166
  • 167
  • 168
  • 169
  • 170
  • 171
  • 172
  • 173
  • 174
  • 175
  • 176
  • 177
  • 178
  • 179
  • 180
  • 181
  • 182
  • 183
  • 184
  • 185
  • 186
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By