29 აგვისტოს ქვემო ქვალონში დასრულდა ხობის საფეხბურთო სკოლის, ფოთის "კოლხეთის" ჭაბუკ ფეხბურთელთა, მარტვილის საფეხბურთო სკოლისა და ხობის "კოლხეთის" გუნდების ყოფილი ფეხბურთელის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში.
ტურნირი საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი" ხობის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს: ხობის "იმედის", ფოთის "კოლხეთის" სენაკის "ეგრისი-2" ის, მარტვილის საფეხბურთო სკოლა-2 ის, სენაკის "ეგრისის", ფოთის "კოლხეთი-2" ის, მარტვილის საფეხბურთო სკოლისა და ხობის "იმედი-2" ის ფეხბურთელთა გუნდებმა. შეჯიბრი გაიმართა როგორც უმცროსი ასაკის ისე უფროსი ასაკის ფეხბურთელთა შორის.
უფროსი ასაკის ფეხბურთელთა შორის გამარჯვება ნუტის მეგობრებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს ხვდა წილად, ხოლო მეორე ადგილზე ხობის "იმედის" ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. უმცროსებს შორის პირველი ადგილი ფოთის "კოლხეთის" ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე ხობის "იმედის" ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. აღსანიშნავია რომ თამაშში ჩაერთვნენ ნუტის ხობელი, მარტვილელი, ფოთელი და სენაკელი მწვრთნელები მატჩი ამხანაგური ანგარიშით 3:3 დასრულდა. ტურნირის დახურვის ცერემონიალს ნუტის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გემგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია,ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.