30 და 31 აგვისტოს ქალაქ წყალტუბოში, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ ტარდება ჟურნალისტ გოგი ბუკიას სახელობის მემორიალური ღია საერთაშორისო ტურნირი ჟურნალიტებისთვის ნარდში, რომელიც “განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ - “ხობის” პრეზიდენტის, გოდერძი ბუკიას ინიციატივითა და უშუალო მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება, წელს უკვე მეორედ ტურნირში აქიურად მონაწილეობენ მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლები, ცნობილი და წარმატებული ჟურნალისტები საქართველოს მასშტაბით დიდი ინტერესით ერთვებიან შეჯიბრში, განსაკუთებული აღნიშვნის ღირსნი სპორტის სფეროში მოღვაწე ჟურნალიტები არიან. ნარდის ტურნირში გოგის მშობლიური ქალაქ ხობიდან ადგილობრივი ბეჭდური მედიის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მედიასთან და პრესასთან ურთიერთობის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან. გამარჯვებული ჟურნალისტი მოიპოვებს საგზურს გოგი ბუკიას სახელობის ღია საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩაქვში სასტუმრო „ოაზისში“ სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.