3 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ბიუროს წევრებთან ერთად მონიტორინგის მიზნით შემოწმებები განახორციელა საკრებულოს მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირების, კერძოდ განათლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრებში ასევე შპს „დასუფთავება და განათებაში”. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დისციპლინას, შინაგანაწესს, გუნდურ მუშაობას და სამუშაო გრაფიკში არსებულ ცვლილებებს, კერძოდ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ შეახსენა მათ 1 სექტემბრიდან სამუშაო საათის 09:00 საათზე დაწყებისა და 18:00 საათზე დასრულდების შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან მკაცრი გაფრთხილებები მიიღეს დაგვიანების მქონე იურიდიული პირების თანამშრომლებმა.