• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

ნოემბერი 28, 2013

საკრებულოს სხდომის ანგარიში

28 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც  საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი პირები   და  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

    დღისწესრიგის დამტკიცების შემდეგ სხდომაზე პირველ საკითხად მოსმენილ იქნა  „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის  დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, რომელიც წარმოადგინა საკრებულოს თავმჯდომარემ მ.ქარდავამ.

საკითხმა პოლემიკა გამოიწვია. სხდომაზე მეორე საკითხად მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის 9 თვის შესრულების თაობაზე ანგარიში, რომელიც საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს.

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების თაობაზე საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტი წარმოადგინა საკრებულოს თავმჯდომარემ, იგი ერთხმად მოიწონეს დეპუტატებმა.

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის თემში მცხოვრებ ვიტალი ბარამიას, პირველი მაისის თემში მცხოვრებ მეგონა ბუსკანძის და  ნოჯიხევის თემში მცხოვრებ ევრიკო კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის ტერიტორია არაკეთილსაიმედო პუნქტად გამოცხადდა ცოფის პრევენციის მიზნით.

 სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დ. გერგაიამ სხდომაზე წარმოადგინა  მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების პროგრამის (კონცეფციის) შესახებ განკარგულების პროექტი, რომელსაც განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს გადაწყვეტილებით ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მიეცა თანხმობა.

სხდომაზე აგრეთვე მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ 2012 წელს გაწეული საქმიანობის აუდიტორული შემოწმების ანგარიში.

   ამ და სხვა  საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

ნოემბერი 28, 2013

ბიუროს სხდომა

28 ნოემბერს გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 9 სექტემბრის  N06/1204  წერილის განხილვა (ანგარიში ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ 2012 წელს გაწეული საქმიანობის აუდიტორული შემოწმების თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

  2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს  უფროსის მ/შ ზ. გულაიას 2013 წლის 21 ოქტომბრი N595 და 25 ოქტომბრის  N602 წერილების განხილვა (შუა ხორგის თემში მცხოვრებ ვიტალი ბარამიას და პირველი მაისის თემში მცხოვრებ მეგონა ბუსკანძეს საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე ცოფის სალიკვიდაციოდ,  შეზღუდვის დაწესების თაობაზე)

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს  უფროსის მ. გულუას 2013 წლის 8 ნოემბრის N647 წერილის განხილვა (ნოჯიხევის თემში მცხოვრებ ევრიკო კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე ცოფის სალიკვიდაციოდ,  შეზღუდვის დაწესების თაობაზე)

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 1 ნოემბრის  N06/1523  წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის   შესრულების ანგარიშის თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 7 ნოემბრის  N06/1553  წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ოქტომბრის   შესრულების ანგარიშის თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 15 ნოემბრის  N06/1607  წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტისა და პრიორიტეტებისა და პროგრამების დოკუმენტების პროექტების თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“  დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კ. კობახიძის 2013 წლის 30 სექტემბრის N152 წერილის განხილვა (ხობის ცენტრალურ სტადიონთან არსებული წყაროსთვის სახელის მინიჭების შესახებ)

(მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

8. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 26 ნომბრის  N06/1674  წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

 9. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 26 ნემბრის  N06/1685  წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების პროგრამის (კონცეფციის) შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე“).

(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

10. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 26 ნემბრის  N06/1686  წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების თაობაზე საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)

(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

ნოემბერი 27, 2013

მე ვარსებობ, მე ვაზროვნებ, მე ვქმნი

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით 25 ნოემბერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში გაიმართა ლიტერატურული კონკურსი „მე ვარსებობ, მე ვაზროვნებ, მე ვქმნი“, რომელსაც უძღვებოდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ნანა ბუკია. ღონისძიება ითვალისწინებდა ახალგაზრდებში საუკეთესო ლექსის, მოთხრობის, ესესა და ლიტერატურული ჩანახატის ავტორების გამოვლენას, მათ მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას. მასში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მაშტაბით საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა. კონკურსს აფასებდა ჟიური, რომელმაც გამოავლინა შემდეგი გამარჯვებულები: 
საუკეთესო ლექსისთვის პირველი ადგილით დაჯილდოვდა თსუ-ს სტუდენტი -ლევან სიჭინავა.
მე-2 ადგილი დაიკავა გია გელაშვილმა ლექსით -„ამბიცია“.
საუკეთესო ესეს ავტორი გახდა ელისო ჭუმბურიძე ესეთი- „მწარე რეალობა“. 
მე-2 ადგილი გაიყვეს კონკურსანტებმა- მეგი ქარდავამ ესეთი -„იქ სადაც ტოლერანტობა სუფევს“, და მარიამ ქაჯაიამ ესეთი „გატაცება ერქვა, თორემ“...
სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლიდნენ გამარჯვებულები: თემურ ალანია- ტროპული მეტყველებისთვის, ბექა ჭითავა- ორიგინალური აზროვნებისთვის, ნანა მაშავა- სულიერი ღირებულებების წინ წამოწევისათვის, ველოდ შონია -ორიგინალური აზროვნებისთვის, გვანცა ცირდავა - ყველაზე ორიგინალურისთვის, რევაზ ქაშიბაძე -ქრისტიანული ხედვისთვის, გიორგი კემულარია - ლირიკულ-სენტიმენტალური აზროვნებისთვის, მერაბ და გულიკო ქვარცხავები - პატრიოტული სულისკვეთებისათვის, ნაზიკო ღურწკაია -რომანტიკული ხედვისთვის, ქრისტინე ჩაფიძე- ლამაზი ლექსისთვის, ჯენარ ლობჟანია --ყველაზე ნორჩი მონაწილისთვის, ნიკა ვადაქარია-ლირიკული ლექსისთვის, თამარ ლაშხია- იდილიურ-პასტორალური აზროვნებისთვის, დავით ბერაია და ხატია ხვიჩია -პატრიოტული აზროვნებისთვის. კონკურსანტები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ნოემბერი 26, 2013

ბილიარდის ტურნირი დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით 23 ნოემბერს კლუბ „ბასაში“ დასრულდა 2008 წელს აგვისტოს ომში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის თასის რიგით მეექვსე გათამაშება ბილიარდში. ერთკვირიან შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 32 მოთამაშემ. ტურნირის ბოლოს გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები: ყველაზე უხუცესი მონაწილის პრიზის მფლობელი ლადო ალანია გახდა; ყველაზე ახალგაზრდა მონაწილედ სანდრო ჩიტაია დასახელდა; პერსპექტიულ მოთამაშედ აღიარეს თემურ სირაძე. ტურნირზე მე-3 ადგილი მოიპოვა თემურ წურწუმიამ, მე-2 ადგილზე გავიდა გოჩა კიზირია, ტურნირის ღირსეული ჩემპიონი და მიხეილ იოსავას სახელობის თასის მფლობელი ლუკა ლოლუა გახდა, რომელსაც საჩუქრად გადაეცა ღვთისმშობლის ხატი და მიშიკო იოსავას ოჯახის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი.

ნოემბერი 21, 2013

მთავარანგელოზობას გილოცავთ

21 (8) ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზების  - მიქაელისა და გაბრიელის  დღესასწაულს აღნიშნავს.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ და მთავარანგელოზთა დასის მფარველობას გისურვებთ  უკუნისამდე!

ნოემბერი 20, 2013

რამაზ კიტიას სახელობის ტურნირის გამარჯვებული საფეხბურთო სკოლა გახდა

11-18 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპული რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წარმოება-დაწესებულებების პირველობა მინი-ფეხბურთში. ტურნირში 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და შპს „შარა-გზამშენის“, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდები. დაძაბული ბრძოლის შედეგად მე-3 ადგილის მფლობელი გახდა ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფეხბურთელთა გუნდი, მე-2 ადგილი დაიკავა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის გუნდმა, ხოლო პირველი ადგილის მფლობელი გახდა ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდი. ტურნირის ორგანიზატორებმა და დაღუპული გმირის დამ ეკა კიტიამ გამოავლინეს საუკეთესო მოთამაშეები: მეკარე - გია არჩილია; მცველი - ანატოლი ჩიტაია; ბომბარდირი - ნიკა ვეკუა; უხუცესი ფეხბურთელი - ფრიდონ გოცირიძე; თავდამსხმელი - შოთა მიქავა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ზურაბ ლატარია, ისინი სამახსოვრო პრიზებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის დასასრულს მონაწილეებმა მოინახულეს დაღუპული გმირის საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ნოემბერი 19, 2013

ბილიარდის ტურნირი კლუბ „ბასაში“

ხობის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით 18 ნოემბერს ბილიარდის კლუბ „ბასაში“ სტარტი აიღო 2008 წლის აგვისტოში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის თასის რიგით მე-6 გათამაშებამ ბილიარდში, სადაც მონაწილეობას ღებულობს 32 მოთამაშე, მათ შორის საქართველოს პირველობის მონაწილეები და წინა ტურნირის ფავორიტები.

ნოემბერი 19, 2013

მიმდინარეობს ქალაქის ცენტრის გალამაზება

ქალაქის ცენტრში შპს „ხობი დასუფთავება და განათების“ ხელმძღვანელობით მიმდინარეობს გაზონების მოწესრიგება და დეკორატიული მცენარეების დარგვა.

ნოემბერი 18, 2013

საქართველოს რიგით მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია

17  ნოემბერს თბილისში საქართველოს რიგით მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა.  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ბატონ გიორგის ქვეყნის სასიკეთო საქმეში.

ნოემბერი 14, 2013

სპელეოლოგებმა ხობში დაზვერვითი ხასიათის კვლევები ჩაატარეს

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მღვიმეების და გამოქვაბულების შესწავლის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხობს ეწვია სპელეოლოგთა ჯგუფი ელგუჯა ჯამარიშვილის ხელმძღვანელობით. სპეციალისტებმა დაათვალიერეს ურთის მთის მასივი და კარსტული ტბა “პაპანწყვირე“. კვლევები დაზვერვით-სამეცნიერო ხასიათს ატარებდა. ე. ჯამარაშვილის აზრით, მთის მასივის შესწავლა საინტერესოა, როგორც სპელეოლოგიური ასევე არქეოლოგიური თვალსაზრისით, რადგან მოსალოდნელია ახალი უცნობი მიწისქვეშა ობიექტების აღმოჩენა. ასევე ხეთის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის უკანა ნაწილში დაფიქსირდა პირველყოფილი ადამიანების ცხოვრების კვალი. სამომავლოდ დაიგეგმა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.

ნოემბერი 13, 2013

მაია ჩიბურდანიძის თასი -2013

2-10 ნოემბერს ქ.ქუთაისში 160 მოზარდ მოჭადრაკეთა შორის ლეგენდარული ქართველი ჩემპიონის, მაია ჩიბურდანიძის თასი გათამაშდა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ხობის განათლების სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის აღსაზრდელმა დიანა ლომაიამ, რომელმაც 8 წლამდე გოგონათა შორის პირველი ადგილი მოიპოვა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ნორჩ მოჭადრაკეს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.

ნოემბერი 12, 2013

რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დაიწყო

11 ნოემბერს ხობში სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოება-დაწესებულებების პირველობამ მინი-ფეხბურთში, რომელიც მიეძღვნა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპული პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნას. შეჯიბრში მონაწილეობას ღებულობენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა, დაცვის პოლიციის, პოლიციის სამმართველოს, საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“, შპს „დასუფთავება და განათების“, საგანმანათლებო რესურსცენტრის, რაიონული საავადმყოფოს, შპს „შარაგზამშენის“, სახანძრო დაცვის, ლიბერთი ბანკის, კრისტალის, კონსტანტას, სამაშველო სამსახურისა და საფეხბურთო სკოლის გუნდები. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება და ჯგუფური სისტემით ტარდება. გამარჯვებული გუნდი სპეციალური პრიზებითა და თასით დაჯილდოვდება.

ნოემბერი 6, 2013

ხობის „კოლხეთი“ სამტრედიის „სამტრედიას“ დაუპირისპირდა

6 ნოემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი გაიმართა. სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები ხობის „კოლხეთი“ და სამტრედიის „სამტრედია“ დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.

ნოემბერი 5, 2013

შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ ახალი ნაგავმზიდი მანქანები გადაეცა

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შეძენილ იქნა ორი ერთეული სპეციალიზირებული ნაგვის გასატანი მანქანა, რომელიც საკრებულოს გადაწყვეტილებით, შემდგომი საქმიანობისთვის გადაეცა შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“.

ოქტომბერი 31, 2013

პრემიერა კულტურის დიდ დარბაზში

30 ოქტომბერს კულტურის დიდ დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა დასმა ჯემალ მონიავას ერთმოქმედებიანი კომედიის „ქორწინება განქორწინებით“ პრემიერა წარმოადგინა. ყოფით პრობლემებზე აგებულმა წარმოდგენამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია რამაზ ლოლუა. მონაწილეობდნენ: სალომე აბაკელია, მანანა შამათავა, მარინე ჯღარკავა, გელა შულაია, ტარიელ ზურაბიშვილი, რეზო თოდუა და რამაზ ლოლუა.

  • <<
  • <
  • ...
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • 165
  • 166
  • 167
  • 168
  • 169
  • 170
  • 171
  • 172
  • 173
  • 174
  • 175
  • 176
  • 177
  • 178
  • 179
  • 180
  • 181
  • 182
  • 183
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By