ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში უკვე ტრადიციად ქცეული შემოდგომის ზეიმი იმართება. 30 ოქტომბერს ქ. ხობის N2 საბავშვო ბაღში, ხოლო 31 ოქტომბერს ზუბისა და ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღებში გამორჩეულად ლამაზ და ორიგინალურ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა მაყურებელს სხვადასხვა ნომრები წარუდგინეს, მათი შესრულებით ლექსებს სიმღერები და ცეკვები ენაცვლებოდა. პატარებს სხვადასხვა ნომრების შესრულებაში პარტნიორობას აღმზრდელები და მშობლები უწევდნენ, რაც ზეიმს უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდიდა.
ზეიმის დასასრულს ყველა მონაწილეს შემოდგომის ნობათი გადაეცა საჩუქრად.
ზეიმს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.