2014 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ი. ნადარაიას 2014 წლის 29 სექტემბრის N162 განცხადების განხილვა (საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიაში გაწევრიანების თაობაზე)
(მომხსენებელი: ნ. შუშანია- სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 2014 წლის 7 ოქტომბრის N030310014570289 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N58 განკარგულების ბათილად ცნობისა და „ფრაქცია „ხობის“ რეგისტრაციის თაობაზე)
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
3. სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 8 ოქტომბრის N3/117 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 17 ოქტომბრის N06/1688 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის შესრულების ანგარიშის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 27 ოქტომბრის N06/1719 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტისა და „ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 27 ოქტომბრის N06/1720 წერილის განხილვა „ადმინისტარციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ და „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პროექტების თაობაზე)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
7. სხვადასხვა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2014 წლის 30 ოქტომბერს12:00 საათზე.