ქ.ფოთის საკათედრო ტაძარში კოლხეთის ღვთისმშობლის წმინდა ხატისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა , მეუფე გრიგოლმა აღავლინა, რომელსაც სასულიერო პირებთან ერთად ქ. ფოთის მერი, საკრებულოს თავჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები: საკრებულოს თავჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა.