ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში შემოდგომის ფესტივალი გრძელდება, 4 ნოემბერს ქ. ხობის №3, თორსისა და ზემო ქვალონის საბავშვო ბაღებში ორიგინალურ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა შემოდგომის თემატიკაზე საინტერესო ნომრები წარმოადგინეს. ღონისძიებაზე შესრულდა ლექსები, სიმღერები ასევე სხვა და სხვა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრები.
ზეიმს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ფრაქცია"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.