• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

ოქტომბერი 31, 2014

პროექტ „სიბრძნის საგანძურის“ პრეზენტაცია თორსა-დღვაბაში

31 ოქტომბერს თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის ბიბლიოთეკაში პროექტ „სიბრძნის საგანძურის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და გაეროს ერთობლივი პროგრამით, სოფლის მოსახლეობის ჩართულობითა და ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით დაფინანსდა და განხორციელდა. პროექტის პრეზენტაციას, რომელსაც ბიბლიოთეკის სპეციალისტი გ. კიკალეიშვილი უძღვებოდა, პროექტის ორგანიზატორებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გ. ქაჯაია, გამგებლის მოადგილეები ვ. გაბედავა და მ. ჩოკორაია ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასასრულს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ლექსები, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი ისაუბრეს წიგნისა და ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე.
პროექტ „სიბრძნის საგანძურის“ მიზანია სოფელში არსებული ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია და თანამედროვე წიგნებითა და ტექნიკით აღჭურვა. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 6 634 ლარს, აქედან გაეროს განვითარების პროგრამიდან დაიხარჯა 5 917 ლარი, სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სურვილით გაიღო 212 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტს გამოეყო თანხა 505 ლარის ოდენობით.

ოქტომბერი 31, 2014

ჯვრის ქვესადგურისა და ეგხ-ების მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია

2014 წლის 31 ოქტომბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა 500/220 კვ ჯვრის ქვესადგურისა და ეგხ-ების მშენებლობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროექტის პრეზენტაცია საჯარო განხილვისთვის, რომელიც მომზადებულია ფონდი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის“ მიერ.
პროექტი წარმოადგინა „ენერგოტრანსი“-ს ტექნიკურმა დირექტორმა ჯემალ ახალაიამ, გარემოს დაცვის სპეციალისტმა ანდრო ხეთაგურმა, გარემოს დაცვის ექსპერტმა ირაკლი კაკილაძემ და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.
ამჟამად არსებული მაღალი ძაბვის ხაზის ქსელის მოდერნიზაცია და ახლის მშენებლობა საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად მთავრობამ გადაწყვიტა გააუმჯობესოს ელექტროგადამცემი ხაზების ქსელი დღევანდელი მოთხოვნების და საექსპორტო პოტენციალის საჭიროების შესაბამისად.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოს მთავრობის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), KfW_ს და EC(NIF)- ის მხარდაჭერით ახორციელებს ზემოთხსენებულ პროექტს, პროექტის ღირებულება შეადგენს 70 მლნ ევროს.
პროექტის განხორციელების გეგმა დააკმაყოფილებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
პროექტის შემადგენლობაში შედის ახალი 220 კვ ქვესადგურ „ჯვარიდან“ ახალ 220 კვ ქვესადგურ „ხორგა“-მდე 220 კვ ორჯაჭვა საჰაერო გადამცემი ხაზის მშენებლობა და აღჭურვა, რომლის საერთო სიგრძე იქნება 60 კმ.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია ქვესადგური „ხორგა“, რომლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და დამთავრდება 2016 წლის ივლისისთვის.
ქვესადგური აშენდება ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულის გაღმა ხორგის უბანში, დაახლოებით 13,5 ჰა ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ქვესადგურის ქონებრივი ღირებულება 30 მლნ ევრო იქნება, რაც ხობის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქვესადგურის მშენებლობაზე პერიოდულად დასაქმდება 200-მდე ადამიანი, რაშიც პრივილეგიებით ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს.
დაინტერესებულ ახალგაზრდებს ამ დარგში კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება ქვეკონტრაქტორი კომპანია.
პრეზენტაციას საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და სხვა ხელმძღვანელი პირები.

ოქტომბერი 31, 2014

შემოდგომის ზეიმი საბავშვო ბაღებში

ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში უკვე ტრადიციად ქცეული შემოდგომის ზეიმი იმართება. 30 ოქტომბერს ქ. ხობის N2 საბავშვო ბაღში, ხოლო 31 ოქტომბერს ზუბისა და ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღებში გამორჩეულად ლამაზ და ორიგინალურ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა მაყურებელს სხვადასხვა ნომრები წარუდგინეს, მათი შესრულებით ლექსებს სიმღერები და ცეკვები ენაცვლებოდა. პატარებს სხვადასხვა ნომრების შესრულებაში პარტნიორობას აღმზრდელები და მშობლები უწევდნენ, რაც ზეიმს უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდიდა.
ზეიმის დასასრულს ყველა მონაწილეს შემოდგომის ნობათი გადაეცა საჩუქრად.
ზეიმს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

ოქტომბერი 30, 2014

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ანგარიში

2014 წლის 30 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თამჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები.

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პირველ საკითხად ცნობად იქნა მიღებული „ფრაქცია „ხობი“-ს რეგისტრაციის შესახებ“ განკარგულების პროექტი (მომხს. ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე). სხდომაზე მეორე საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებ“  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი, რომელიც წარმოადგინა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დ. ჭოჭუამ. ბიუჯეტის ცვლილების შესაბამისად ცვლილებები განხორციელდა შესყიდვების გეგმაშიც. შემდეგ საკითხად განხილული იქნა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ და „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“  დადგენილების პროექტები, რომლებიც წარმოადგინა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზ. ბუკიამ. დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა დანარჩენი საკითხების განხილვისას მოსმენილ იქნა ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გ. სიჭინავას ინფორმაცია მოსახლეობისგან გამოთქმული პრეტენზიების შესახებ, რომელიც შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სავაჭრო და კვების ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ანტისანიტარიას,  ხშირ შემთხვევაში კი ამ კუთხით გაუსაძლისი პირობების არსებობას. ზემოთხსენებული ინფორმაციიდან გამომდინარე საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია მიემართოს გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის  სამსახურის ზედამხედველობის განყოფილებას,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მშენებლობის ნებართვით და ნებართვის გარეშე აშენებული და ფუნქციონირებადი სავაჭრო და კვების ობიექტებზე ინფორმაციის საკრებულოსთვის მიწოდების თაობაზე და ამ პრობლემის კონტროლზე აყვანა, რათა ხელი არ შეეშალოს კანონის ფარგლებში ფუნქციონირებად კერძო ბიზნესს. ამასთან ეთხოვოს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ხობის სამსახურს, ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და შპს „ხობი დასუფთავება და განათება“-ს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის განხორციელება ზემოთაღნიშნულ ფაქტებზე. დასასრულს მოსმენილ იქნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ დირექტორის როსტომ გამისონიას ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სხვადასხვა პროექტების შესახებ, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას წყლის, ეკოლოგიური სანიტარიის და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მნიშვნელობაზე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის. რ. გამისონიას მხრიდან, მეტი თვალსაჩინოებისთვის, გაიმართა ვიდეო პრეზენტაცია ხობის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების კერძოდ: წყალი და ეკო-სანიტარია, უსაფრთხო წყალი, ეკო-სანიტარია და ეკო-მშრალი ტუალეტები საბავშვო ბაღებისათვის, ხილისა და ბოსტნეულის მზის საშრობები, ენერგო-ეფექტური ღუმელები და სხვა. მომხსენებელმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საკრებულოსა და ზემოთ ხსენებული ორგანიზაციის ერთობლივ თანამშრომლობას ახალ-ახალი პროგრამების შესამუშავებლად, რომლის განხორციელებითაც ხობის მუნიციპალიტეტს ექმნება პერსპექტივა გახდეს სანიმუშო  მთელს რეგიონში. საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ თავის მხრიდან დაინტერესება გამოხატა წარმოდგენილ პროექტებთან მიმართებაში და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით სრული მზადყოფნა გამოთქვა მათი განხორციელების პროცესში თანამონაწილეობაზე.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დასრულების შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.

ოქტომბერი 30, 2014

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა

29 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტაციაში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდა და  სხდომაში მონაწილეობდნენ თვითმმართველი ერთეულების საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მ. ქარდავა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გ. ქაჯაია.

სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტაციაში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

(მომხსენებელი: ლ. შონია - სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი)

 2. რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს გაცნობა.

(მომხსენებელი: გ. წაქაძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი)

თანამომხსენებელი:  ო. კონჯარია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და და დეცენტრალიზაციის სამმართველოს უფროსი)

 3. რეგიონული განვითარების სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფების ფორმირება (დამტკიცება)

(მომხსენებელი: ლ. შონია - სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი)

ოქტომბერი 29, 2014

ტრენინგი ებოლას ვირუსის პრევენციისთვის

29 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ეპიდემიოლოგებმა ნ. ოდიშარიამ, თ. აბსანძემ და მ. ჩილაჩავამ ებოლაზე, როგორც ჰემორაგიულ ცხელებაზე რეაგირებისა და მზადყოფნის ტრენინგი ჩაატარეს.    ეპიდემიოლოგებმა მსმენელებს გააცნეს პირადი დაცვის აღჭურვილობის ტექნიკის წესები. დასასრულს ნაჩვენები იყო ვიდეოლექციები ებოლას ეპიდემიოლოგიის, კლინიკისა და მკურნალობის შესახებ.

მცირე რამ ებოლას შესახებ: ებოლა წარმოადგენს ჰემორაგიულ ცხელებას. ის იშვიათი დაავადებაა, თუმცა ხასიათდება მაღალი სიკვდილიანობით (დაავადებულთა 90%-ზე მეტი დაიღუპა). ვირუსით ავადდებიან ადამიანები, ზოგიერთი პრიმატები და წყვილჩლიქოსნები.

მისი მკურნალობის მეთოდი და ვაქცინა არ არსებობს.დასავლეთ აფრიკაში ეპიდემიის დაწყებისთანავე აშშ-მა კანადურ ფარმაცევტულ კომპანიას ებოლას ცხელების ვაქცინის ადამიანზე შეზღუდული გამოცდის უფლება მისცა. ამერიკის ხელისუფლების დაფინანსებით შექმნილი ვაქცინა უკვე წარმატებით გამოცადეს მაიმუნებზე.

პირველად ვირუსი დაფიქსირდა 1976 წელს ეკვატორულ სუდანსა და ზაირში. სუდანში დაინფიცირებული 284 ადამიანიდან დაიღუპა 151, ზაირში კი 318 დაავადებულიდან 280 გარდაიცვალა. ვირუსის პირველი იდენტიფიცირება მოხდა ზაირში მდინარე ებოლას ხეობაში, საიდანაც გაჩნდა ვირუსის სახელწოდება.

ვირუსი ვრცელდება ლორწოვანი გარსით და კანის მიკროდაზიანებებით. კანადელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტებით დაადასტურეს, რომ ვირუსი შესაძლებელია კონტაქტის გარეშეც გადაეცეს.

დაკრძალვის რიტუალები, რომლის დროსაც ჭირისუფლებს აქვთ კონტაქტი დაღუპულის სხეულთან, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა. დაღუპულის ორგანიზმიდან ვირუსი 3 კვირის განმავლობაში გამოიყოფა.

დაფიქსირებულია ვირუსის გავრცელება გორილებიდან, შიმპანზეებიდან და დუკერებიდან (აფრიკული წყვილჩლიქოსანი ცხოველი). ვირუსის გავრცელების ბუნებრივ არეალად ითვლება ეკვატორული აფრიკის ჯუნგლები.

ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 2-დან 21 დღემდე გრძელდება

დაავადების განსხვავებული სიმძიმე და სიკვდილიანობის განსხვავებული სტატისტიკა გამოწვეულია ვირუსის სხვადასხვა შტამებით (ქვესახეობებით). ებოლას ვირუსი იყოფა 5 ქვესახეობად: სუდანის, ზაირის, ტაის ტყის (კოტ-დივუარის), რესტონის და ბუნდიბუგიოს. ადამიანისათვის საშიში 4 ქვესახეობაა. ებოლას რესტონული ვირუსით დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ტაის ტყის და რესტონის ებოლას ვირუსები შედარებით იშვიათია.

დაავადების სიმპტომებია თავის, კუნთებისა და მუცლის ძლიერი ტკივილები, დიარეა და ანგინა. მოგვიანებით ჩნდება მშრალი ხველება, მჩხვლეტავი ტკივილები მკერდში და დეჰიდრატაცია. ვირუსი იწვევს სისხლის შემადგენლობის შეცვლას - იწყება ანემია, ლეიკოციტებისა და ტრომბოციტების მკვეთრი შემცირება. შედეგად იშლება სისხლის შედედების ფუნქცია, ზიანდება სისხლძარღვები და იწყება სისხლდენები. სიკვდილი დგება დაავადების მეორე კვირას სისხლდენებისა და შოკის შედეგად.

ოქტომბერი 29, 2014

მედიაპროექტ „ეტალონის“ საიფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა ხობში

29 ოქტომბერს, ხობის კულტურის სასახლეში გაიმართა სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ იდეის ავტორისა და წამყვანის გოჩა ტყეშელაშვილის შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან, წარმატებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებთან და აქტიურ მშობლებთან.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი ლია გიგაური, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოხელეები.

პროექტი „ეტალონი“ ეფუძნება მსოფლიოში უკვე საკმაოდ განვითარებულ მეცნიერების დარგს - მედიაპედაგოგიკას და შეხვედრის მიზანი იყო სოციალურ-საგანმანათლებლო ფონის გაუმჯობესება, წარმატებაზე ორიენტირებული ახალგაზრდების მოტივირება, თამაშ-თამაშით ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიღების ინტერესის გაღვივება და პედაგოგების წახალისება.

შეხვედრის ინიციატივა ეკუთვნით ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს გ. ქაჯაიას, საკრებულოს თავმჯდომარეს ე. ჯობავას და მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორს გ. ტყეშელაშვილს.

ოქტომბერი 28, 2014

საკრებულოს სხდომა

ხობის მუნიციპალიტეტს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2014 წლის 30 ოქტომბერს 12:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში

ოქტომბერი 28, 2014

ბიუროს სხდომა

2014  წლის 28 ოქტომბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ი. ნადარაიას 2014 წლის 29 სექტემბრის N162 განცხადების განხილვა (საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიაში გაწევრიანების თაობაზე)
(მომხსენებელი: ნ. შუშანია- სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 2014 წლის 7 ოქტომბრის N030310014570289 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N58 განკარგულების ბათილად ცნობისა და „ფრაქცია „ხობის“ რეგისტრაციის თაობაზე)
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

3. სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 8 ოქტომბრის N3/117 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 17 ოქტომბრის N06/1688 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის შესრულების ანგარიშის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 27 ოქტომბრის N06/1719 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტისა და „ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 27 ოქტომბრის N06/1720 წერილის განხილვა „ადმინისტარციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ და „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პროექტების თაობაზე)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

7. სხვადასხვა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2014 წლის 30 ოქტომბერს12:00 საათზე.

ოქტომბერი 25, 2014

ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სახალხო დღესასწაულ „აბაშობას“ სტუმრობდნენ

24 ოქტომბერს აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ პარკში,  გაიმართა სახალხო ზეიმი ,,აბაშობა“,  რომელიც გაიხსნა სადღესასწაულო კონცერტით.

აბაშელები სტუმრებს მასპინძლობდნენ პარკში მოწყობილი შემოდგომის კუთხეებით ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, ეროვნული კერძებით, ფოლკლორული ჯგუფებით, თემატური გამოფენებით და სხვ.

სახალხო დღესასწაულზე  იმყოფებოდნენ სასულიერო პირები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის წარმომადგენლები, აბაშის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მოწვეულთა შორის იყვნენ ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა  ქაჯაია და საკრებულოს წევრი ლაშა გვასალია.

ოქტომბერი 24, 2014

ხობელი გოგა კორტავა მსოფლიო ჩემპიონი გახდა

21 ოქტომბერს ქ. თბილისში გაიმართა მსოფლიო თასის ტურნირი შოტოკან კარატე-დოში. ტურნირის მონაწილე 30 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენს შორის 61 წონით კატეგორიაში ხობელი გოგა კორტავაც მონაწილეობდა, რომელიც მსოფლიო თასის მფლობელი გახდა (მწვრთნელ-მასწავლებელი ბაჩუკი სულამანიძე). გამარჯვებული თასით, მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს გ. კორტავას გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მას.

ოქტომბერი 23, 2014

საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიიგრაციის ხელშეწყობა

  22  ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა ასოციაციის ქუთაისის ფილიალთან დაგეგმილ ავტოტურის ფარგლებში შევხვედრა გამართა    ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, რომელიც გაიმართა  პროექტ  „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
   შეხვედრის მიზანი იყო  მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება. აქცენტი გაკეთდა 4 მთავარ საკითხზე: მიგრაცია და განვითარება; მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა; არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; მიგრანტთა უფლებების დაცვა.
   შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილეები: ვარაზ გაბედავა,  მახარე ჩოკორაია და სხვა ხელმძღვანელი პირები.

ოქტომბერი 22, 2014

ხობის „კოლხეთ“-მა გაიმარჯვა 2 : 0

22 ოქტომბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXVI ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდების ხობის  „კოლხეთი“-სა და ქედის  „ბეთლემი“-ს საფეხბურთო მატჩი, რომელიც ხობის „კოლხეთი“-ს გამარჯვებით 2:0 დამთავრდა.

გოლები გაიტანეს ცოტნე ბუკიამ და ოთარ ფიფიამ. თამაშს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ხემძღვანელი პირები.

ოქტომბერი 20, 2014

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ დასრულდა

20 ოქტომბერს  ხობის კულტურის სასახლეში ინტელექტუალური თამაშის  „რა? სად? როდის?“ ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც შემდეგი გუნდები მონაწილეობდნენ: ხობის „ლაზიერი“, ახალი ხიბულის „ჰელადოსი“, ქვემო ქვალონის „ჭყონდიდელი“, ხამისქურის „ჯიხა“ და პირველი ხორგის „ლაზარე“. საინტერესო და  დაძაბულ შეჯიბრში გაიმარჯვა ხამისქურის „ჯიხამ“, მეორე-მესამე ადგილებზე გავიდნენ ახალი ხიბულის „ჰელადოსი“ და ქვემო ქვალონის „ჭყონდიდელი.“

   გამარჯვებულებს პრიზები და სიგელები გადასცეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ.

 ღონისძიება გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

ოქტომბერი 20, 2014

საკრებულოს აპარატის ოპერატიული თათბირი

2014 წლის 20 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ხელმძღვანელობით საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა ოპერატიული თათბირი გაიმართა.
თათბირზე განხილულ იქნა სხვადასხვა მიმდინარე და ორგანიზაციული საკითხები, რის შემდეგაც თანამშრომლებს მიეცათ შესაბამისი დავალებები.

  • <<
  • <
  • ...
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • 165
  • 166
  • 167
  • 168
  • 169
  • 170
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By