ქ. ხობის კულტურის სახლის დიდი საკონცერტო დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალურ- ინსტრუმენტალური ანსამბლის „ახალგაზრდული ხმების“ კონცერტი (მუსიკალური ხელმძღვანელი ლაშა კვიკვინია), სადაც შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები, ნიჭიერმა შემსრულებლებმა ხობელ მაყურებლებს სასიამოვნო სანახაობა მოუწყვეს და მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს.
კონცერტს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. კონცერტის დასასრულს ანსაბლის წევრებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდებს შემოქმედებით გზაზე წარმატებები უსურვა საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ.