5 ივნისს, ქ. ხობის კულტურის სახლის ფოიეში დასრულდა მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში გოგონათა და ვაჟთა შორის, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით გაიმართა.
ინდივიდიალურ სახეობებში ქალთა და ვაჟთა შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა.
გოგონათა შორის: I- თამუნა თითმურია (შუა ხორგა), II- ლანა ტაბაღუა (შუა ხორგა), III -ნათია სალაყაია(ხობი).
ვაჟთა შორის: I- გიორგი გაბისკირია (ქვემო ქვალონი), II- დავით აკობია (ხობი), III -გიორგი ფირცხელავა (ხობი).
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს სამახსოვრო სიგელები და თასები გადასცეს.