24 ივნისს შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის 5 კილომეტრიანი მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, რომლის ღირებულება შეადგენს 900 000 ლარს, სამუშაოს ახორციელებს შპს „საბა“ ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები დასრულება სექტემბერში. მათ ასევე დაათვალიერეს შუა ხორგის საყანე ფართობის სახელმწიფო სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოები, რომელიც ხორციელდება ხობი-ენგურის სამელიორაციო სისტემების სერვის ცენტრის მიერ.