15 ივნისს, ქ. ხობში წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შესრულდა თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი. მსახურება შეასრულა მამა კირიონმა. დამწუხრებულმა მრევლმა, სხვა დაღუპულებთან ერთად, ლოცვაში მოიხსენია ხობელი ინდირა და ლიზი ზარანდიები. პარაკლის ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.