3 ივნისს, მოსწავლე ახალგაზრდობის-სახლში დასრულდა ღვაწლმოსილი პედაგოგის აკაკი (კაკო) ზარანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭადრაკში. ფინალურ შეხვედრაში გამოვლინდა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში გამარჯვებულები: თამარ თუთბერიძე N-2 საჯარო სკოლა, ნიკოლოზ ჭანტურია N- 2 საჯარო სკოლა, ნია კუკავა ხამისქურის საჯარო სკოლა, ნიკა ბუკია პირველი მაისის საჯარო სკოლა, ლიკა ჭანტურია N-2 საჯარო სკოლა და გიორგი ლატარია სკოლა „არეა“.
მოჭადრაკეებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. გამარჯვებულებს გადაეცათ თასები და სამსახსოვრო სიგელები. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული საჭადრაკო სკოლის (მწვრთნელ-მასწავლებელი მამუკა გეთია) გამარჯვებული მოჭადრაკეები 6 ივნის გაემგზავრებიან ქალაქ თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.