4 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა სამუსიკო სკოლის VI კლასის მოსწავლის ნოდარ შონიას სოლო კონცერტი (პედაგოგი ნათელა მარგველაშვილი), სადაც შესრულებული იყო საფორტეპიანო ნაწარმოებები.
შესრულებულმა ნომრებმა მაყურებლის მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
კონცერტის დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჩუქრები გადასცეს ახალგაზრდა პიანისტს და პედაგოგს, მათ ასევე ფრაქციის სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარემ როსტევან გვარამიამ.