8 ივნისს, ხობის კულტურის სახლის ფოიეში საქართველოს კულტურის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში შედგა შეხვედრა თანამედროვე ქართველ პოეტებთან და მწერლებთან. პროექტის იდეის ავტორების მიზანია გაარღვიონ თბილისში მოქცეული კულტურული ჩაკეტილი წრე და რეგიონებს მიაწვდინონ ხმა. პროექტის მონაწილეები საბას პრემიის ლაურიატები ბათუ დანელია, ლია ლიქოკელი, დიანა ანფიმიადი. აგრეთვე მარიამ წიკლაური, ნატო დავითაშვილი, თეა თოფურია, გელა ჩქვანავა მკითხველმა გულთბილად მიიღო. შემოქმედებითი საღამოს დასასრულს სტუმრებმა ხობის თედო სახოკიას ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.