გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ -(ASB) პროექტის - „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფების რისკის შემცირება საბავშვო ბაღებში“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებში შეიტანა სამედიცინო დახმარებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: ფარნები, ცეცხლმაქრი, ხმის გამაძლიერებელი, პირველადი დახმარების ჩანთა, რომელიც მოიცავს შემდეგ ნივთებს: სამედიცინო ხელთათმანი, პინცეტი, მაკრატელი, თერმომეტრი, სამედიცინო პლასტირი, მზა სტერილური საფენები, რეზინის სახვევი, ფიზიოლოგიური ხსნარი, სპირტი, ბამბა, ბრილიანტის მწვანე.