18 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა გასაუბრება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ატესტაციის ფარგლებში. ატესტაციას ექვემდებარებოდა გამგეობის 30 და საკრებულოს 5 საჯარო მოხელე.
ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება მომავალ კვირას გახდება ცნობილი.