• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

აპრილი 1, 2015

შეხვედრა კონკურსის წესით დანიშნულ საჯარო მოხელეებთან

1 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში  შეხვედრა გამართეს საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ,  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილებმმა  ვარაზ გაბედავამ და მახარე ჩოკორაიამ კონკურსის წესით  დანიშნულ საკრებულოს აპარატის და გამგეობის საჯარო მოხელეებთან. 
 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო მოხელეებს მიულოცეს  ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშვნა და  წარმატებები უსურვეს სამსახუროებრივ საქმიანობაში.

აპრილი 1, 2015

ნორჩი ხობელი სპორტსმენების წარმატებები

30-31 მარტს ქ.თბილისში, შრომითი რეზერვების სპორტულ კომპლექსში ჩატარდა ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. სადაც მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მოჭიდავეებმა. მწვრთნელ-მასწავლებლები: მამუკა ყორშია, ალმასხან ხუნჯუა, სურაჯ გვასალია.
I ადგილის მფლობელები გახდნენ 42 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ნაკაშია და 58 კგ წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანი, ხოლო 58 კგ. წონით კატეგორიაში III ადგილზე გავიდა ნიკა ყორშია. სამივე სპორტსმენი ჭაბუკთა ნაკრები გუნდის წევრია და 2 აპრილიდან ისინი მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებაში, რომელიც გაიმართება ქ. ბათუმში.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.

მარტი 31, 2015

ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი კონფერენცია ამაღლებული ცამდე

31 მარტს, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ამაღლებული ცამდე“. კონფერენციას, ხობის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს დეპუტატი ლაშა გვასალია და ადგილობრივი თვითმმართველობის  სხვა ხელმძღვანელი პირები. სიტყვით გამომსვლელებმა პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას, ისაუბრეს მისი მოღვაწეობის განსაკუთრებულ როლზე საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლაში. კონფერენციის დასასრულს  თედო სახოკიას სახელობის ბიბლიოთეკასთან დაარსდა ზვიად გამსახურდიას სახელობის ლიტერატურული კლუბი.

მარტი 30, 2015

საკრებულოს სხდომის ანგარიში

2015 წლის 30 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები: მათ შორის: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს N32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე გამოითქვა შენიშვნები და საფინანსო-სარევიზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე პროექტი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა გამგეობას. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების საკუთრების უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“. პროექტების განხილვის შემდეგ საკრებულოს განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მიცემულ იქნა თანხმობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი განუსხვისებელი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, მათი დევნილებისთვის გადაცემის მიზნით და ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების საკუთრების უფლებით, ლული ეჯიბიასთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.

მარტი 30, 2015

ბიუროს სხდომა

2015 წლის 30 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, 
სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 25 მარტის 06/407 წერილის განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 25 მარტის 06/408 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N15 დადგენილებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 25 მარტის 06/409 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების საკუთრების უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“, „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 თებერვლის განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის (უსასყიდლოდ) საკუთრების უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტების თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 25 მარტის 06/413 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 26 მარტის 06/415 წერილის განხილვა (ანგარიში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2014 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ)
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2015 წლის 30 მარტს 15:00 საათზე.

მარტი 27, 2015

ნოჯიხევში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

27 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ და გამგებლის წარმომადგენელმა ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან ლიპარტიამ ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოები დაათვალიერეს, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ხობი-ენგურის სერვის ცენტრი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სამელიორაციო სამუშაოები ტარდება 145 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, რომლის გრძივი მეტრი 9 კმ-ია.

მარტი 27, 2015

პრემიერ-მინისტრმა ხობში თხილის ქარხანა დაათვალიერა

27 მარტს ხობის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მათ სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან ლევან შონიასთან და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად ხობში მდებარე თხილის ქარხანა დაათვალიერეს.
შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის“ მიერ დაფუძნებული ქარხანა 2013 წელს აშენდა და მასში 300 000 აშშ დოლარის მოცულობის ქართული ინვესტიცია განხორციელდა. წარმოების განვითარების მიზნით, ქარხანამ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მოიპოვა 782 000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება. საწარმომ შეძლო შეესყიდა თანამედროვე, უახლესი მოსახალი და შესაფუთი მანქანა-დანადგარები, ძირითადი საჭირო, საწარმოო აღჭურვილობები და ნედლეული.
ქარხანაში იწარმოება თხილის გული, მოხალული თხილი, ბლანშირებული თხილი და აგრეთვე ინოვაციური თხილის პროდუქტი-მოხალული, დამარილებული თხილი ნაჭუჭით

მარტი 27, 2015

შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრთან

27 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად შეხვდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ედიშერ ჯობავას, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა ქაჯაიას და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროს ანგულ მიქავას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს და მომავალში განსახორციელებელ საქმიანობას.

მარტი 25, 2015

შეხვედრა ზუგდიდის იუსტიციის სახლში

25 მარტს, ზუგდიდის იუსტიციის სახლში სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით მუნიციპალიტეტებში დასაქმებული თვითმმართველობის მოხელეთა ცოდნისა და კვალიფიკაციის ზრდის ხელშეწყობის, მათი პროფესიული ჩვევების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სამეგრელო ზემო-სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.

მარტი 25, 2015

დავით ნარმანია მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა

24 მარტს, ქ. ქუთაისში საკრებულოს სხდომათა დარბაზში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით ადგილობრივი თვითმმართველობების საკითხზე დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოთა წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ, შეხვედრას ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია უძღვებოდა, რომლის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და სხვა კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების პროექტების მომზადება, რაც სამომავლოდ გააიოლებს მუნიციპალიტეტების საქმიანობას და უფრო ეფექტურს და მოქნილს გახდის თვითმმართველობის საქმიანობას. ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელების მხრიდან დასმული პრობლემური საკითხების შესწავლას და პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის შეტანა.

მარტი 24, 2015

ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე

24 მარტს ხობის N-1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტუბერკულოზის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული დევიზით „გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე ტუბერკულოზი.“ პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ლექცია-საუბარი ტუბერკულოზის პრევენციის საკითხებზე. ტუბერკულოზის კონტროლის გაძლიერების მიზნით ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს დაავადებულთა მკურნალობის და კონტაქტირებულთა აქტიურ ეპიდკვლევას და აუცილებელ სამედიცინო გამოკვლევას. ტუბერკულოზის მსოფლიო საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება.

მარტი 23, 2015

ხობის კოლხეთმა მარნეულის ალგეთს უმასპინძლა

23 მარტს  ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და მარნეულის „ალგეთი“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ფრედ 0:0  დასრულდა.

მარტი 23, 2015

ხობელი მოჭიდავეების მორიგი წარმატება

20-22 მარტს, თერჯოლის სპორტის სასახლეში ჩატარდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონისა და ევროპის პრიზიორის მირიან გიორგაძის სახელობის მეექვსე რესპუბლიკური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების 18 გუნდი 220 მონაწილით, მათ შორის მონაწილეობდა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის 16 მოსწავლე. შეჯიბრი წარმატებული აღმოჩნდა 5 მოჭიდავისთვის. პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ 58 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ყორშია, 63 კგ წონით კატეგორიაში შოთა იოსავა და 29 კგ წონით კატეგორიაში დათო გვასალია, მეორე ადგილზე გავიდნენ 63 კგ წონით კატეგორიაში თემურ გოგოხია და 35 კგ წონით კატეგორიაში გოგა გაბისონია, 23 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილს დასჯერდა ალექსანდრე შონია, რომელმაც პირველად მიიღო მონაწილეობა ასეთ მასშტაბურ შეჯიბრში, (მწვრთნელ-მასწავლებლები მამუკა ყორშია, ბაკური ბუკია, სურაჯი გვასალია). გამარჯვებულები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს მოჭიდავეებს მორიგ წარმატებას.

მარტი 23, 2015

შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსებული საწარმო წარმატებით მუშაობს

შეღავათიანი აგროკრედიტის მე-3 კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანს“-ი (დირექტორი ალიკა გაბუნია), წარმატებით მუშაობს ხობის მუნიციპალიტეტში. აღნიშნულ შპს-ზე გაიცემულ იქნა შეღავათიანი აგრო სესხი 391.166 ლარის ოდენობით, საწარმო ახორციელებს თხილის გადამუშავებას, დღეში 4 ტონის ოდენობით. ამჟამად იქ  დასაქმებულია 25 ადამიანი, საწარმოს ხელმძღვანელების განმარტებით უახლოეს მომავალში დაგეგმილია 70 ადამიანის დასაქმება.

მარტი 23, 2015

იმედის მორიგი გამარჯვება

სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველობის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდმა „იმედი“(მწ. რევაზ ქაშიბაძე) 21 მარტს  შეხვედრა გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტში  2003-2004 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა სკოლის გუნდთან  შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა, ხოლო ამავე ტურნირის ფარგლებში  22 მარტს გუნდმა „იმედმა“ (მწ.ლევან ნოდია)  2001-2002 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის დაამარცხა აბაშის საფეხბურთო სკოლის გუნდი 2-0. ასევე  ქალაქ  ხობში ჩატარდა 2014-2015  წლების იმერეთი-გურია   სამეგრელოს ღია ჩემპიონატი (რამაზ შენგელიას) თასზე 1997-98 ჭლებში ჭაბუკ ფეხბურთელთა შორის, ხობის საფეხბურთო სკოლის  გუნდი „იმედი“ (მწ. ფ.გოცირიძე) დაუპირისპირდა ცაგერის საფეხბურთო  გუნდს, შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს გამარჯვებას ახალგაზრდა ფეხბურთელებს და მომავალ შეხვედრებშიც წარმატებებს უსურვებს მათ.

  • <<
  • <
  • ...
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By