11 ნოემბერს, პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ორიგინალურ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა შემოდგომის თემატიკაზე საინტერესო ნომრები წარმოადგინეს, შესრულდა ლექსები, სიმღერები, სხვა და სხვა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრები. პატარა მსახიობებმა სხვადასხვა როლებიც მოირგეს რასაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა. ღონისძიებას საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდა, რომელმაც საბავშო ბაღის ბიბლიოთეკას ზღაპრების წიგნი უსახსოვრა.