24 ნოემბერს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით გაიმართა 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა. ბიუჯეტის პროექტი საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ წარუდგინა, რომელმაც განმარტა, რომ 2016 წელს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი განისაზღვრა 6601,6 ათასი ლარით, მან ისაუბრა ბიუჯეტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ადგილობრივი ბიუჯეტით.
განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირებიც, კერძოდ, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ბიუჯეტით გათვალისწინებულ მათ სფეროს მიკუთვნებულ პროექტებზე.
დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესები.