13 ნოემბერს თორსა -დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის მცირე დარბაზში, თორსის ქალთა საინიციატოვო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც გაეროს სამწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში"დაფინანსებით მიმდინარე "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"-'ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის",ასოციაცია"ათინათთან" პარტნიორობით განხორციელდა.
თორსის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა სამწლიანი მუშაობის ანგარიში, რომელიც მოიცავდა საგანმანათლებრო პროექტებს და ტრენინგ-კურსებს. ასევე გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება „გზის გადაღმა სოფელში“.
ღონისძიების მსვლელობისას პროგრამაში ჩართულმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმაც თავიანთ ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია ჩაატარეს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა“ და ასოციაცია „ათინათის“ წარმომადგენლები.