სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ პატარა ფოთისა და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში მასშტაბური სამელიორაციო სამუშაოები განხორციელდა, კერძოდ MD მაგისტრალურ არხზე მოხდა სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია. სადაც 9 ძირითადი 3 დამატებითი მობილური ტუმბო გამართულად მუშაობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული არხის (8350 გრძივი მეტრი) ამოწმენდითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები 12 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.