10 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 12:00 საათზე გაიმართება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2016 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)