• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

აგვისტო 8, 2015

საგვიჩიოში დასრულდა კობა შუბითიძის სახელობის ტურნირი

8 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში დასრულდა 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოში დაღუპული ჯარისკაცის კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება.
ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს სენაკის მორე ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება და შესაბამისად კობა შუბითიძის გარდამავალი თასი სენაკის მორე ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა. ტურნირს დთავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთის მიმართულების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს ხელმძღვანელმა რევაზ წულაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრებთან ერთდ ესწრებოდნენ. ტურნირში გამარჯვებულებს თასები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 
აგვისტო 8, 2015

დასრულდა გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას სახელობის ტურნირი

8 აგვისტოს დასრულდა 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტების, გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას სახელობის რიგით მეშვიდე გათამაშება მინიფეხბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მასში 6 გუნდი იღებდა მონაწილეობას. 
ტურნირში მესამე ადგილი „ვეტერანთა“ გუნდმა მოიპოვა, ფინალში ერთმანეთს ხეთისა და ხამისკურის ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ხეთის ფეხბურთელთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა. 
ტურნირის დახურვის ცერემონიალს გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ხობის მუნიციპლალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილეები მახარე ჩოკორაია და ვარაზ გაბედავა, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი შავლეგ ბუკია და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამარჯვებულები და პრიზიორები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ხოლო გოგა ჭითანავას ოჯახს სამახსოვრო საჩუქარი მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს ხელმძღვანელმა რევაზ წულაიამ გადასცა.

 
აგვისტო 8, 2015

ხობში 8 აგვისტოს დაღუპული გმირები გაიხსენეს

8 აგვისტოს ქ. ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, ადგილობრივი ხელისფულების სხვა წარმომადგენლები, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ამავე ბრიგადის მეთაური დავით ფოფხაძე და თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთის მიმართულების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი და გარდაცვლილთა მეგობრები შეიკრიბნენ. სამშობლოსათვის თავდადებული გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, სანთლები დაუნთეს გარდაცვლილთა სულებს და გაიხსენეს თითოეული მათგანი. მოსახსენიებელი პანაშვიდი სამების ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა. 

დაღუპული გმირების სახელის უკვდავსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ხსოვნის მემორიალთან ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „გმირები ხობიდან“ გაიმართა. შესრულდება პატრიოტული სიმღერები.

 
აგვისტო 4, 2015

ცოტნეობის დღესასწაულისთვის მზადება დაიწყო

ქ. ხობში სისტემატურად მიმდინარეობს გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოვლა-შენახვის სამუშაოები, რომლის ხარჯებიც გათვალისწინებულია ადგილობრივი ბიუჯეტით. ბიუჯეტით დადგენილი თანხების ფარგლებში ეტაპობრივად ხორციელდება გზების რეაბილიტაცია. ამჟამად, ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ხეივანში, სადაც ტრადიციულად ცოტნეობის დღესასწაული იმართება. პროექტს შპს „შარა გზამშენი პირველი“ ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები, რომელიც 8 აგვისტოს დასრულდება დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 
აგვისტო 4, 2015

ლელობურთი შუა ხორგაში

4 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის პირველობის ფარგლებში შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა ლელო ბურთი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამ ზონის ნაკრებმა გუნდებმა.

ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით კილასონია, საკრებულოს თავმჯდომარე, სამეგრელოს რეგიონის ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ფინალური შეხვედრა 12 აგვისტოს ცოტნეობის დღესასწაულზე, ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

 
აგვისტო 4, 2015

გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას სახელობის რიგით მეშვიდე ტურნირი

4 აგვისტოს სტარტი აიღო 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტების, გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის რიგით მეშვიდე გათამაშებამ მინიფეხბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას ღებულობს 6 გუნდი 6 გუნდი. („პირველი მაისი“, „ხამისკური“, „ხეთის ცენტრი“, „ხობი“, „წინაგოლის“ და „ვეტერანთა გუნდი“).
ტურნირის გახსნის ცერემონიალს დაღუპულთა ოჯახის წევრები, მეგობრები და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შავლეგ ბუკია ესწრებოდნენ. 
ფინალური შეხვედრა 8 აგვისტოს ხეთაში გოგა ჭითანავას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

 
აგვისტო 2, 2015

კობა შუბითიძის სახელობის ტურნირმა სტარტი აიღო

2 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოში დაღუპული ჯარისკაცის კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობას იღებს საგვიჩიოს, ახალსოფლის, ჭალადიდის, შავღელეს, თავდაცვის სამინისტროს, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, სენაკის ეროვნული გვარდიის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადისა და ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადისგან დაკომპლექტებული გუნდები. 
ტურნირის გახსნის ცერემონიალს მოწვეულ სტუმრებთან და მოსახლეობასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია ესწრებოდნენ.

 
აგვისტო 1, 2015

დესის პროგრამის ტრენინგი

1 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერმა ნინო ბექაურმა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებისთვის ჩაატარა ტრენინგი დესის პროგრამის შესწავლის მიზნით.

 
ივლისი 31, 2015

ქვესადგურ ხორგას მშენებლობა იწყება

31 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB) ქეით ჯულიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვესადგურ „ხორგას“ მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიალს დაესწრნენ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი, ახალი 220/110 კვ-იანი ქვესადგურის „ხორგა“ მშენებლობის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 12 მლნ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია SIMENS-ი აწარმოებს.
ქვესადგურ „ხორგა“-ს მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის ელექრტოენერგიის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას, ფოთის ინდუსტრიული ზონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებისთვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტ მიწოდებას, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებას და საშუალებას მისცემს ქვეყანას განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. პროექტის დასრულება 2016 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

 
ივლისი 30, 2015

მიმდინარეობს ბიისა და საჯიჯაოს საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია

ხობის მუნიციპალიტეტის ბიისა და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ბიის საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოებს, რომლისთვისაც გამოყოფილია 26 151 ლარი, ი/მ ,,დავით ქორთუა'' ასრულებს, ხოლო საჯიჯაოს საბავშვო ბაღის სახურავის სარემონტოსამუშაოებს,, რომლის ღირებულებაც 40 680 ლარია - ი/მ ,,ვახტანგ ლომაია''. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც აგვისტოს დასაწყისში უნდა დასრულდეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათველიერეს.

 
ივლისი 29, 2015

„წარსულის ფურცლები“ პრეზენტაცია ხობში

29 ივლისს ქ. ხობის თედო სახოკიას სახელობის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გოგიტა ჩიტაიას და ანზორ სიჭინავას წიგნის "ხობი, წარსულის ფურცლები" - პრეზენტაცია გაიმართა.
კრებულში თავმოყრილია 1853 წლიდან 1933 წლამდე პერიოდულ გამოცემაში გამოქვეყნებული მასალები თანამედროვე ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებზე.
მასში ასახულია მხარის საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიური, კულტურული და რელიგიური ცხოვრების საკითხები, მკითხველი საინტერესო ინფორმაციას მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტზე და მის ტერიტორიაზე არსებულ ღირსშესანიშნაობებზე. წიგნში გამოქვეყნებული მასალები წარსულის ბევრ მივიწყებულ ფურცელს გააცოცხლებს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ კვალი ნათელი არ იკარგება. კრებულს ყველა თაობის მკითხველი ინტერესით გაეცნობა.
პრეზენტაციას ყველა თაობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ისაუბრეს წიგნის შინაარსსა და მის მნიშვნელობაზე. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ არქეოლოგი რეზო პაპუაშვილი, ქ. ხობის სამების ტაძრის წინამძღვარი მამა კირიონი (დარასელია) და ხობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა ანა (მუსელიანი).

ივლისი 29, 2015

C ჰეპატიტის ვირუსის უფასო ტესტირება

28 ივლისს მსოფლიო C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სს „სამედიცინო კორპორაცია ევექს“-მა 28-29 ივლისს საქართველოს მასშტაბით და მათ შორის ხობის ჰოსპიტალმა მოსახლეობას ჰეპატიტ C-ზე უფასო ტესტირება ჩაუტარა.
ჰეპატიტ C -ზე უფასო ტესტირება ხობის მუნიციპალიტეტში 120 ადამიანს ჩაუტარდა, აქციაში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებმა და აპარატის თანამშრომლებმა.

ივლისი 29, 2015

საკრებულოს სხდომის ანგარიში

2015 წლის 29 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები: მათ შორის: დადგენილების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ცვლილებები შევიდა საკრებულოს რეგლამენტში და აპარატის დებულებაში ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
ასევე მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შესრულების ანგარიში, რომელიც საკრებულოს წევრების მიერ შეფასდა დამაკმაყოფილებლად. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ რომლითაც ხეთის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე საპატრიარქოს გადაეცა ხეთის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი ეკლესიის ასაშენებლად. ამასთან მუნიციპალიტეტის გამგებელს მიეცა თანხმობა ხობის N2 ბაგა-ბაღის და კულტურის ცენტრის რემონტის დროს დარჩენილი სამშენებლო ნარჩენების პრივატიზების შესახებ. საკრებულოს გადაწყვეტილებით ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის მისი შემდგომი გადაცემის მიზნით. საკრებულოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა მხარდაჭერილი საკითხი ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა გიორგის ქუჩისათვის „დები ზარანდიების“ სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე.
სხდომის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს გააცნო საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება გოგიტა ჩიტაიასა და რეზო თოდუასთვის ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

ივლისი 29, 2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხობში

29 ივლისს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ხობელი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ. მინისტრი დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს შეხვდა, მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 8 აგვისტოს დაღუპულები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ივლისი 28, 2015

გურიფულში კვირიკობა აღინიშნა

28 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში „კვირიკობის“ დღესასწაული აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა მოწამეების კვირიკესა და ივლიტას სახელობის მშენებარე ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა ხობის სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა კირიონმა. საზეიმო ლიტურგიას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 
  • <<
  • <
  • ...
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By