25-26 დეკემბერს ქ. თბილისში სპორტკომპლექს არენაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს თასი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა, ევროპისა და მსოფლიო პირველობის შესარჩევ ტურნირში ნუგზარ წურწუმიამ 50 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო ჯონი ხეცურიანმა - 60 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი (მწვრთნელ მასწავლებელი მამუკა ყორშია). ხობელი სპორტსმენები საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებას ბელორუსიაში გაივლიან.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ნუგზარ წურწუმიას და ჯონი ხეცურიანს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.