29 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს ფრაქცია „ხობის“ თავმჯდომარე ვასილ კუკავა შუა ხორგის საჯარო სკოლას სტუმრობდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ პედაგოგებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, სიმბოლური საჩუქარი გადასცა და როგორც შუა ხორგის მაჟორიტარმა დეპუტატმა შემდგომი თანადგომა აღუთქვა მათ. პედაგოგებმა მათი მხრივ საკრებულოს თავმჯდომარეს მზრუნველობისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.