18 დეკემბერს ქ. ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხობის მუნიციპალიტეტის თორსის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები 14 წლის ანი ლომაიას მხარდასაჭერად ფლეშმობი გაიმართა. ანას, ექიმებმა კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე - კარცინომა დაუდგინეს, მისი სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა თურქეთში ჰოსპიტალიზაცია, რაც სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული.
ფლეშმობში თორსის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს, რომლებსაც შეუერთდნენ სხვადასხვა სკოლის მოხალისე ახალგაზრდები. მოსახლეობასთან და სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა გამგეობის წარმომადგენლები, რომლებმაც ანი ლომაიას ფულადი დახმარება გაუწიეს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო მადლობას უხდის აქციის ორგანიზატორებს და ყველას ვინც თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა საქველმოქმედო აქციაში და გამოჯანმრთელებას უსურვებს ანას.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ მითითებულ ანგარიშზე:
საბანკო კოდი : - TBCBGE 22
მიმღები: ცისანა იზორია
ანგარიშის ნომერი: GE36TB7512045063600030. საკონტაქტო: 571 858282 (ნინო).