• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

დეკემბერი 19, 2014

გილოცავთ ნიკოლოზობას

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად აღიარებული ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ღვთაებრივი ცხოვრება ნათლით იყო გაბრწყინებული, მის ლოცვასა და შემწეობას  მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან, მრავალი განუკურნავს, ბრმათათვის თვალი აუხელია, უტყვთათვის მეტყველების - მადლი, სიღატაკეში მყოფთათვის ცხოვრების სახსარი მიუცია.

ღმერთმა გაგაძლიეროთ და მოგმადლოთ წმიდა ნიკოლოზის შეწევნა და მფარველობა.

დეკემბერი 17, 2014

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ბარბარობას

17 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს - „ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა და განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა“.

ქართველების ერთერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული წინა ქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველ ასტრალურ ქალღვთაება ბარბარეში ასახულია ქართველთა კოსმოგონიური წარმოდგენები ნათლისა და ბნელის ბრძოლაში.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს ბარბარობის დღესასწაულს, უსურვებს წმიდა ქალწულის მფარველობას, კეთილდღეობას და სულით მხნეობას.

დეკემბერი 15, 2014

მზრუნველობისა და დახმარების პროგრამა დაიწყო

14 დეკემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლებმა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ 2014 წლის სახელმწიფო  „მეურვობისა და მზრუნველობის შესახებ” პროგრამის, სოციალურად კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს ქალაქ ხობში მცხოვრებ ნონა ჯაბურიას და ჟანეტა ბერიძეს გადასცეს დახმარებების სოლიდური პაკეტი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის, კვების პროდუქტების და სასკოლო ნივთების სახით.

  1. მაგიდაზე დასადგმელი გაზქურა 1 ცალი;
  2. ხორბლის ფქვილი 50 კგ;
  3. ბრინჯი 7,2 კგ;
  4. წიწიბურა 7,2 კგ;
  5. ვერმიშელი 6 კგ;
  6. ლობიო 6,4 კგ;
  7. ჩაი 0,5 კგ;
  8. რძის ფხვნილი 6 კგ;
  9. შედედებული რძე 13 ქილა;
  10. ზეთი 4 ლიტრი;
  11. შაქარი 6 კგ;
  12. მარილი 4 კგ;
  13. საფუარი 0,3 კგ;
  14. რვეული სასკოლო 40 ცალი;
  15. კალამი 10 ცალი;
  16. ჩანთა სკოლის 2 ცალი;
  17. საწოლი ორადგილიანი 1 ცალი;
  18. ფქვილი 85 კგ.

„მზრუნველობისა და დახმარების“ პროგრამა, რომელიც ერთი მილიონი ლარის მოცულობისაა, მთელ საქართველოში გაგრძელდება ეტაპობრივად.

დეკემბერი 12, 2014

ხობელი მოსწავლეების წარმატებები

ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 29 წარმატებულ მოსწავლეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა ლელა სვიმონიამ საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცა.

დეკემბერი 10, 2014

შეხვედრა ფოლკლორის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთან

10 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა ხობში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილეს გიორგი გაბუნიას შეხვდნენ.

 შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრის მიერ ხობის მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლის ჩამოყალიბების პროექტის განხორციელების სამომავლო გეგმებს.

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით გადაწყდა, ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში,  საქართველოს ფოლკლორის სახლმწიფო ცენტრის წარმომადგენლობების შექმნა. რომელიც მიზნად ისახავს 2001 წელს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარებული უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენას, შენახვას, პოპულარიზაციას და მომავალი თაობებისათვის გადაცემას.

 ამ პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში, იგეგმება ზემოთხსენებული ცენტრის წარმომადგენლობის გახსნა, რომლის ამოცანაც იქნება უძველესი მეგრული სიმღერის შენარჩუნება. შეიქმნება სალოტბარო სკოლა, სადაც ფოლკლორის ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის საფუძველზე, ახალგაზრდობა უფასოდ შეისწავლის უძველეს მეგრულ სიმღერებს და ქართულ ტრადიციულ გალობას. აქტიურად მოხდება ახალგაზრდობის ჩაბმა ცენტის მიერ მოწყობილ ფესტივალებსა და ღონისძიებებში. განხორციელდება გამორჩეული ნიჭიერი ახალგაზრდების რეალური ხელშეწყობა. სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ წარჩინებული მოსწავლე სურვილის შემთხვევაში ჩააბარებს თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში და მიიღებს უმაღლეს განათლებას უფასოდ. გარდა ამისა ცენტრი მოახდენს ადგილობრივი სპეციალისტების ხელშეწყობასა და მათ გადამზადებას.

ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ხელშეწყობა და დახმარება  აღუთქვეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

დეკემბერი 8, 2014

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და საკრებულოს აპარატში არსებული მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების ნუსხა

დეკემბერი 8, 2014

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებენ საჯარო კონკურსს საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით შემდეგი პირობებით:

1. კონკურსს ატარებს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც ადგენს კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის დაწესებული საკონკურსო საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობას.

2. კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა 18 წლის ასაკს მიღწეულ, საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო  მოთხოვნებს.

3. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით, მისამართზე: www.hr.gov.ge.

4. კანდიდატს უფლება აქვს საკრებულოს და გამგეობის  მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის თაობაზე განაცხადი წარადგინოს თითოეული დაწესებულების არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე. ხუთზე მეტ ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

5. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

6. კანდიდატს შეუძლია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

7. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) - „ჩემი რეზიუმეს“ „დამატებითი დოკუმენტაციის“ ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან მართვის მოწმობა);

ბ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სტაჟის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი (შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) - შესაბამისი თანამდებობისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებით სამუშაო გამოცდილების მოთხოვნის შემთხვევაში.

8. საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის  შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის მე-2 ეტაპზე არ დაიშვება.

9. კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

ა) I ეტაპი მოიცავს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა განცხადებების (აპლიკაციების) გადარჩევას;

ბ) II ეტაპი ტარდება ტესტირების ფორმით - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების შესაბამისად;

გ) III ეტაპი ტარდება  გასაუბრების წესით, შესაბამისი თანამდებობისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნით გათვალისწინებულ თემატიკასთან დაკავშირებით; გასაუბრება ჩატარდება ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. ხობი ცოტნე დადიანის ქ. N189).

10. კონკურსის თითოეულ ეტაპზე (ტესტირება/გასაუბრება) გამოცხადებისას მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან მართვის მოწმობა).

11. კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობება აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ხობის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ოფიციალურ ვებგვერდებზე (www.khobi-sakrebulo.ge; www.khobi.ge).

12. კონკურსანტს უფლება აქვს კონკურსის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში შედეგების გაცნობიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა მხოლოდ წერილობითი ფორმით მისამართზე: ქ. ხობი; ცოტნე დადიანის ქ. N189 (ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა).

13. ინფორმაცია კონკურსის მიმდინარეობის შესახებ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ვებგვერდებზე, შემდეგ მისამართებზე:

1. საკრებულო (www.khobi-sakrebulo.ge),  

ლინკი: http://khobi-sakrebulo.ge/ge/our-municipality/vakansiebi/2014-tseli/dekemberi 

 

2. გამგეობა (www.khobi.ge),

ლინკი: http://www.khobi.ge/index.php?location=tree_elements&id=1661&slave=1648&lang=

 

14. საკონტაქტო ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტა: vacancy.khobi@gmail.com;

                                                       ტელეფონი: 595858320   ბესიკ ნაჭყებია

 

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა

მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია

დეკემბერი 8, 2014

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა

 4 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა.
კომისიის სხდომის დღის წესრიგით განსახილველ საკითხთაგან ერთ-ერთიმთავარი განსახილველი თემა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები იყო, რომლებიც გამგეობაში და საკრებულოს აპარატში არსებულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საჯარო კონკურსის გამოცხადებას შეეხება.
კომისიამ მოისმინა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის და საკრებულოს აპარატის უფროსის ინფორმაციები გამგეობაში და საკრებულოში არსებულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების შესახებ და ამ თანამდებობების კონკურსის წესით შევსების მიზნით კონკურსის ორგანიზებისათვის გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამოცხადებისათვის აუცილებელი ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიეწოდება არაუგვიანეს 5 დეკემბრისა, რის შემდგომაც ვაკანსიები გამოქვეყნდება ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge).
კომისიის სხდომაზე ასევე დამტკიცდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ბლანკების და ბეჭდების ფორმების ნიმუშები.
დეკემბერი 4, 2014

საკრებულოს სხდომა

2014 წლის 4 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების საფუძველზე გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის თანამდებობის პირები. 
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორი საკითხი: დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხაში შეტანილ იქნა ცვლილებები და ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საშტატო ნუსხას დაემატა 31 საშტატო ერთეული, თითოეული ადმინისტრაციული ერთეულისთვის - გათვალისწინებულია 1 საშტატო ერთეული, იმ ადმინისტრაციული ერთეულისთვის, რომელშიც რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი მოსახლე გათვალისწინებულ იქნა 2 საშტატო ერთეული, ხოლო ხობის ადმინისტრაციული ერთეულისთვის გათვალისწინებულია 3 საშტატო ერთეული.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.

დეკემბერი 4, 2014

ბიუროს სხდომა

2014 წლის 4 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, 
სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:

1.ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 4 დეკემბრის N06/---- წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტისა და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების საფუძველზე 2014 წლის 4 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.

დეკემბერი 4, 2014

4 დეკემბერი - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

4 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დღესასწაულობს. ამ დღესასწაულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანთათვის, რადგან დასაბამია საუკუნოდ დაფარული საიდუმლოების აღსრულებისა - მესიის განკაცების მომასწავებელი. ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, რომ შვილი არ გასჩენიათ. ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შვილიერებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ თხოვნა შეუსრულდებოდათ, შვილს ღმერთს შესწირავდნენ. ზეცათა მეუფემ შეისმინა მართალი მეუღლეების ლოცვა და მათ ასული უბოძა.

როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ და ანამ ღვთისთვის მიცემული აღთქმა შეასრულეს: უხმეს ნათესავ-ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსლით შემოსეს და გალობითა და ანთებული სანთლებით მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. აქ მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება მღვდელმსახურთა სიმრავლის თანხლებით. ტაძარს თხუთმეტსაფეხურიანი კიბე ჰქონდა. მისი ავლა ყრმას თავისით თითქოს არ შეეძლო, მაგრამ როცა მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს, მან, ღვთის მადლით ფრთებშესხმულმა, დანარჩენი თოთხმეტი საფეხურიც სწრაფად აირბინა და საყდარში შევიდა. ზეგარდმო შთაგონებით მღვდელმთავარმა ნეტარი ასული წმიდათაწმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც წელიწადში ერთხელ. ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, ხელსაქმობდა და ემსახურებოდა სნეულებს. თავის ულუფა საზრდელს ყოვლადწმინდა მარიამი გლახაკებს აძლევდა, თვითონ კი „მოიღებდა საზრდელსა ჴელითა ანგელოზისაჲთა“.

საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძრებში ამ დღეს წირვა-ლოცვა აღევლინება.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!

დეკემბერი 2, 2014

ლიტერატურული საღამო „მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს“

2 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ლიტერატურული საღამო სახელწოდებით „მე არ ვწერ ლექსებს ლექსი თვითონ მწერს“ გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან ნორჩი ლიტერატორები იღებდნენ მონაწილეობას. თემურ და ლალი კუკავები ხამისკურის საჯარო სკოლა, ჯგერენაია მაკა და ჩიტაია ბექა ხობის მეორე საჯარო სკოლა, კუტალია თეონა, ზარანდია მეკო და ნარსია ნინო ხეთის საჯარო სკოლა, კვიკვინია თამაზ პირველი მაისის საჯარო სკოლა, გერგაია ტატო ნოჯიხევის საჯარო სკოლა, ჭიჭინაძე ჯუმბერ და ცანავა ნინო სკოლა „არეა“. ბავშვებმა საზოგადოებას წარუდგინეს, როგორც საკუთარი ლექსები ასევე ქართული პოეზიისა და პროზის შესანიშნავი ნიმუშები. საინტერესო საღამოს მოწვეულ სტუმრებთან და ლიტერატურის მოყვარულ საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. დასასრულს სტუმრებმა ნორჩ ლიტერატორებს წარმატებები უსურვეს და ყველა მონაწილე სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

დეკემბერი 2, 2014

პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია

ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, საქართველოს ლ. საყვარელიძის სახელობის ს.ი.პ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2014 წლის 26 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პირველადი რგოლებისათვის ჩატარდა ტრენინგი საქართველოში სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის დანერგვის შესახებ. 
ცენტრის ხელმძღვანელობის განმარტებით ვაქცინაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო, 10 ვალენტიანი პნევმოკოკური ვაქცინით, რომელიც 2, 3 და 12 თვის ასაკის ბავშვებს უტარდებათ. ვაქცინა ბავშვებისთვის მაღალეფექტური და უსაფრთხოა და იცავს მათ ისეთი მძიმე დაავადებებისაგან, როგორიცაა მენინგიტი, პნევმონია, სეფსისი, ბაქტერიემია და შუა ყურის ანთება.

დეკემბერი 1, 2014

რომან გულიაშვილის სახელობის ტურნირი ჭიდაობაში

2014 წლის 29 ნოემბერს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი''ს სასპორტო სკოლაში ჩატარდა სპორტის ოსტატის, რომან გულიაშვილის სახელობის ტურნირი მუნიციპალიტეტის პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს 1998-2002 წლებში დაბადებულმა მოჭიდავეებმა შემდეგ წონით კატეგორიებში 26-29-32-35-38-42-46-5-55-60. სულ 45 მონაწილე.
ტურნირს ესწრებოდნენ და გამარჯვებულები დაააჯილდოვეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა როზეტა შულაიამ.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე -მალხაზ კვარაცხელია, ყველაზე ტექნიკური მონაწილე -დავით გვასალია, მაყურებელთა სიმპათია - ბაკურ ქაჯაია. ხოლო რომან გულიაშვილის სახელობის თასი რომან გულიაშვილის ქალიშვილმა ლიკა გულიაშვილმა გადასცა არაერთი ტურნირის გამარჯვებულს ნიკა ყორშიას.

ნოემბერი 29, 2014

ხობის „კოლხეთმა“ წალენჯიხის „სქურს“ უმასპინძლა

29 ნოემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და წალენჯიხის „სქური“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ხობელი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ხობელთა რიგებიდან გოლი ირაკლი ქობალია და ოთარ ფიფიამ გაიტანეს.

  • <<
  • <
  • ...
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • 165
  • 166
  • 167
  • 168
  • 169
  • 170
  • 171
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By