ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო სულთმოფენობის საუფლო დღესასწაულთან ერთად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს, მათ შორის შსს ხობის რაიონული სამმართველოს პოლიციელებს! თქვენ ეწევით ურთულეს და ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობას-თქვენ იცავთ სახელმწიფოებრივ წესრიგს და დგახართ თითოეული მოქალაქის სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასად,ამიტომაც იმსახურებს თქვენი საქმიანობა უდიდეს პატივისცემასა და დაფასებას! პატივს მივაგებთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას! გისურვებთ წარმატებებს და გამარჯვებებს პროფესიული მოვალეობის შესრულების საქმიანობაში და კეთილდღეობას პირად ოჯახურ ცხოვრებაში!
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა