2015 წლის 27 მაისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 26 მარტის 06/860 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ/შ. ვ. გაბედავას 2015 წლის 27 მაისის 06/911 წერილის განხილვა („ქალაქ ხობის ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ/შ. ვ. გაბედავას 2015 წლის 27 მაისის 06/912 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტისა და „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
4. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასმედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2015 წლის 29 მაისს 11:00 საათზე.